ჯოზეფ ბორელი ითხოვს, რომ სამი დღით დაუყონებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზაში
ფოტო: Euronews/AP
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სასწრაფო, სამდღიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა ღაზას სექტორში იმისთვის, რომ სწრაფად გავრცელებადი დაავადების პოლიოვირუსის ვაქცინირება შეძლონ.
"მე ვითხოვ, 3-დღიან ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ვაქცინაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და UNICEF-ის მიერ ჩატარდება. ეს მოთხოვნა იქნება ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებებისგან სრულიად დამოუკიდებელი. ეს კაცობრიობის მოთხოვნაა", — წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
მეორე ჯგუფის პოლიოვირუსი (cVDPV2) ღაზას სექტორში პირველად ივლისში დაფიქსირდა. 16 აგვისტოს, პირველი შემთხვევა 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა. ის დღემდე პარალიზებულია, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პოლიოს სახელით ცნობილი დაავადება ადამიანში შეუქცევად პარალიზების პროცესს იწვევს.
"პოლიოს სწრაფი გავრცელება ემუქრება ღაზაში მყოფ ბავშვებს, რომლებიც უკვე დასუსტებულები არიან მუდმივი გადაადგილებით, არასრულფასოვანი კვებითა და დეპრივაციით", — ამბობს ბორელი.
ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღაზაში დაავადებების ახლიდან აფეთქება ომის დამანგრეველი ზემოქმედების დამსახურებაა. ომმა ჩაშალა ვაქცინაციის პროგრამები, დააბინძურა წყალი და სანიტარიული სისტემები.
EuroNews-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა მხარეს, რომ გაიყვანონ ჯარები, რათა შესაბამისმა სამსახურებმა ვაქცინაციის პროცესი აწარმოონ. ისრაელისა და ღაზას ჯანდაცვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ორშაბათს, 640,000-ზე მეტი ბავშვის აცრის მიზნით, 1.2 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა იყო გაგზავნილი ღაზაში.
გამოცემის თქმით, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო (UNRWA) ორგანიზაციებს აფრთხილებს, რომ ისრაელის ხელისუფლება უხეშად არღვევს ჰუმანიტარულ შეთანხმებებს.
"ხალხს არსად აქვს წასასვლელი, აქ ვერსად იპოვი უსაფრთხო ადგილს. ასევე მწირია ჰუმანიტარული რესურსები, ჰუმანიტარული ოპერაციები კი მუდმივი ევაკუაციის პირობებში სათანადოდ ვერ ხორციელდება", — თქვა ლუიზ უოტერიჯმა, UNRWA-ს კომუნიკაციების უფროსმა ოფიცერმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია, Human Rights Watch ამბობს, რომ მასობრივი გადაადგილების ბრძანებები, ისევე როგორც გაუთავებელი თავდასხმები ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე და წყლის მარაგზე, ამწვავებს "პოტენციურად კატასტროფულ პოლიოს ეპიდემიურ აფეტქებას" ომის შედეგად დანგრეულ ანკლავში.
EuroNews-ის ცნობით, ხუთშაბათს ბორელი არაფორმალურ შეხვედრაზე მოიწვევს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში, სადაც დღის წესრიგში იქნება ღაზაში მიმდინარე ომი.
ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას მარტიდან ითხოვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები