გურო იმნაძე

28 Aug. 2024, 19:12

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს რუსული კანონის წინააღმდეგ შესული სარჩელების განხილვას.
ეს საქმე და პროცესი არის ისტორიული და საქმის განმხილველი მოსამართლეებისთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ დაიცვან ქვეყნის დემოკრატია, თავისუფლება და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ამ კანონით ხელისუფლება სწორედ ქართული კონსტიტუციის დამხობას, მისი ფუნდამენტური პრინციპების 180 გრადუსით გაუკუღმართებას ცდილობს.
გული მწყდება, რომ ამ განხილვებს ვერ დავესწრები ბათუმში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პარლამენტის მხრიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი იქნება, ამ კანონის "გესტაპოური" წესებით მიღების მთავარი შემოქმედი. კარგია, რომ ამ ჯერზე მაინც მის ხუშტურებზე აღარ იქნება დამოკიდებული, ვის გააწყვეტინონ სიტყვა და ვინ გააძევონ დარბაზიდან. იმედია, მოსამართლეები სამართლიანები იქნებიან მის მიმართაც და პროცესის სხვა მონაწილეების მიმართაც და მაქსიმალურად შეეცდებიან საკითხის სამართლებრივ ასპექტებზე იყოს მსჯელობა და არა პოლიტიკურ დემაგოგიაზე.
ხვალინდელი და შემდგომი პროცესები ლაივ-რეჟიმშიც გადაიცემა და ყველას გირჩევთ, რომ სრულად უყუროთ. ერთი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები ყოველთვის საინტერესოა მათ შორის არაიურისტებისთვისაც. და რაც მთავარია, ხვალ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, საით დგას სიმართლე, ვის მხარეს არის პროფესიული არგუმენტები და ვინ ცდილობს, პარტიულ ინტერესებს გადააყოლოს ჩვენი მოქალაქეების და მთლიანი ქვეყნის ბედი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…