გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის
ფოტო: თიბისი
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
პროექტი “შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობას იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის, მესაქონლების მაღალპროდუქტიული ჯიშის ფერმებისთვის.
შოთა გონგლაძე, სახელმწიფო პროექტების მართვის გუნდის ხელძღვანელი თიბისი ბანკში, ხაზს უსვამს, რომ ის, რაც, აგრომიმართულებით, თიბისის სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს, სტარტაპ მიდოგმებია.
“სტარტაპ აგროსესხს მხოლოდ თიბისი სთავაზობს მომხმარებელს აგრობიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით. თიბისის ინდივიდუალური მიდგომა ქართულ საბანკო სექტორში უნიკალურია – ბანკი არ ამოდის არსებული შემოსავლიდან, შესაბამისად, მსესხებელს მასზე დაყრდნობით არ უწესებს შეზღუდვას დასაფინასებელი პროექტისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე. ვისაც სურს, დაიწყოს ახალი საქმიანობა აგრობიზნესში და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თიბისი სთავაზობს სესხს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, დასაფინანსებელი პროექტიდან მომავალში მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით. მსგავსი სტარტაპ მიდგომა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გადამამუშავებელ მიმართულებას, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმების მოწყობას. სტარტაპ მიდგომით აგრო ტურიზმიც კი ფინანსდება. სტარტაპ მიდგომა თიბისიმ 2016 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყო. მას მერე 120 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“.
ბიზნეს უნივერსალის პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ თანხა ბიზნესში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად და მიიღონ სახელმწიფოსგან სესხის პროცენტის თანადაფინანსება. აქ სესხის მიზნობრიობა მოიცავს, როგორც ახალი საწარმოს შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას, ისე წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯებისა და პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინასირებას.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მსგავსად, სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა. სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 000 000-ს არ აღემატება. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს.
გარდა ამ პროგრამებისა, თიბისი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თიბისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხს ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, საიდანაც, პროექტის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სესხის მთლიანი თანხის 10%-დან 15%-მდე მსესხებელს უკან უბრუნდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.
სხვადასხვა დონორებთან აქტიური მუშაობა თიბისის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მაგალითად, ბანკი მონაწილეობს DFC-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის) საგარანტიო პროგრამაში, ისევე, როგორც EIB-ს (ევროპული საინვესტიციო ბანკის) ფინასური მხარდაჭერის და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს) საგარანტიო პროგრამებში, რომელთა მიზანია სტარტაპების, მწვანე დაფინანსების, რეგიონებში ბიზნესების და ბიზნესში ქალების მხარდაჭერა. ამ მიმართულებების განვითარებას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.
კერძო და იურიდიული პირების თიბისისთან თანამშრომლობის უპირატესობა სწორედ ამ მრავალრიცხოვან და საქმიანობის ფართო სპექტრის მომცველ პროგრამებში ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობაა — სესხის მისაღებად მისულ მსესხებელს ბანკი (სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე) დასაფინანსებელი პროექტისთვის შესაფერის რამდენიმე პროგრამაში კომბინირებულად ჩართვას სთავაზობს, რაც — სესხის პირობებისა და შეღავათების მხრივ – უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები