ჯოზეფ ბორელი

30 Aug. 2024, 14:22

განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine) უკრაინაში. მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით, — ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

"დღეს, თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მაგიდაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისადმი. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების მომზადება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით — რამდენით — ამას დღის ბოლოს გეტყვით, მაგრამ ეს არის ყველაზე წარმატებული საწვრთნელი მისია, რაც კი ევროკავშირს ოდესმე შესრულებულა. 60 000 – და შესაძლოა მეტი – ჯარისკაცის მომზადება შესანიშნავია. ბევრმა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ამაში“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, უკრაინელებს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით იბრძოლონ. „ცხადია, რომ თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ. კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია. ეს არის გაბედული სტრატეგიული ქმედება, წარმატებული, რომელიც აჩვენებს, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა იმდენად, რამდენადაც ჩვენი მატერიალური მხარდაჭერა ექნებათ", — აღნიშნა ბორელმა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…