საკონსტიტუციო სასამართლო წულუკიანის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს
ფოტო: Shutterstock / On.ge
საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ, 9 ივნისს, ქრონიკის ეთერში გააკეთა. სასამართლო მიიჩნევს, რომ წულუკიანის მიერ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა:
"საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კოლეგიას განეკუთვნებიან ისინი, მოქმედებენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. საფუძველს მოკლებულია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რაიმე ნიშნით განსხვავება".
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსამართლეებს, სამოსამართლეო ეთიკა შესაძლებლობას არ აძლევს მსგავს პოლემიკაში ჩაერთონ, ამიტომ პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები მეტად კორექტულები უნდა იყვნენ.
რაც შეეხება კონკრეტულად წულუკიანის განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს:
"საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, იუსტიციის მინისტრი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პირველი კოლეგიის წევრებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის ოთხივე წევრი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იმავე საჯარო სტრუქტურებში, სადაც ბატონი ნიკა გვარამია. აბსოლუტურად გაუგებარია, რა ნიშნით გამოყო ქ-მა წულუკიანმა პირველი კოლეგია, რომლის სამ მოსამართლეს არასდროს ჰქონია სამსახურებრივი ან ახლო პირადი კავშირი ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მოქმედი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთანაც".
სასამართლო ასევე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ერთი საქმე ამჟამად პლენუმის მიერ იხილება, ისევე როგორც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ორივე სარჩელი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა:
"რაც შეეხება რუსთავი 2-ის იმ საქმეებს, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს ერთ-ერთი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაეცა პლენუმს, პირველ კოლეგიას ეს საქმეები დაეწერა რიგითობის მიხედვით. ვინაიდან სარჩელები ურთიერთდაკავშირებულია, ასეთი სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. ხოლო გაერთიანებულ სარჩელებს ერთი და იგივე კოლეგია განიხილავს. ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მისი არსებობის 20 წლის მანძილზე".
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ წულუკიანის ნათქვამი, რომ სასამართლო რიგითი მოქალაქეების სარჩელებს დროულად არ იხილავს, სიმართლეს არ შეესაბამება:
"ხოლო იუსტიციის მინისტრის თხოვნას, საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ ამჟამად წარმოებაში არის რამდენიმე საქმე, რომელიც 2015 წლამდე იყო შემოტანილი და მათი რაოდენობა არ აღემატება წარმოებაში არსებული საქმეების 8%. ზოგადად, ცალკეულ შემთხვევაში საქმეთა განხილვა/გადაწყვეტის ხანგრძლივი ვადები ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გამოცდილებაზე მიუთითებს როგორც სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილებაც".
გუშინ, 9 ივნისს თეა წულუკიანმა ქრონიკის ეთერში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის შედეგად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მასზე გავლენა ვეღარ ექნება. ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ სასამართლოს კოლეგია, რომელშიც მოსამართლეები, ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი შედის, პრაქტიკულად "ერთს ოჯახს წარმოადგენენ ნიკა გვარამიასთან".
წულუკიანი: კანონის ცვლილების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა ენმ-ს ვეღარ ექნება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები