ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი

30 Aug. 2024, 15:03

"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელდება, ცალკე აღებული, თუნდაც რაიმე ნიშნით არის მასტიგმატიზებელი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 პროცენტი ან 25 პროცენტი, რაც იქნება უცხოური დაფინანსება, არამედ მთლიანად. დაინტერესებული პირი რეესტრში როდესაც შევა, ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20 პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდება და 80 პროცენტით — საქართველოდან. ცალკე აღებულ ობიექტურ ინფორმაციას ნახულობს. რატომ შეიძლება იყოს მასტიგმატიზებელი, როდესაც ვნახულობ, რომ ორგანიზაციას უცხოეთიდანაც აქვს მიღებული დაფინანსება და საქართველოდანაც? როგორ შეიძლება, ეს რეესტრი, ამის აღმასრულებელი იყოს მასტიგმატიზებელი? უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება, შეუძლებელია, იყოს სტიგმა.

ძალიან კარგი დაკვირვება იყო ამ კუთხით. რეესტრი რომ ყოფილიყო ჩაკეტილი, უბრალოდ დაგვედგინა 20 პროცენტი და ასე დავარქვათ სახელდება, ადამიანმა ვერ გაიგოს, რეალურად რას საქმიანობს ორგანიზაცია, რამდენი მიიღო, აქვს თუ არა ქართული დაფინანსებაც, შეიძლება, რაღაც კითხვები ყოფილიყო, მაგრამ ხდება სრული სურათის წარმოჩენა, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ რას იღებს".

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…