დავით დევიძე

დავით დევიძე

30 Aug. 2024, 16:36

„წყაროს მითითება ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე — ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყაროა იყო თუ უბრალოდ გამვლელი. ვეუბნებით, რომ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რის გულისთვის, რა კონტრაქტი გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა, სოციალური ხარჯი ან რამ… ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს, კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა თანხა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე ისეთნაირად, რომ არ მოახდინო ამ პირის, მისი კონკრეტული მახასიათებლების იდენტიფიკაცია. მაგალითად, კონკრეტული თანხა გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე – ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია იყიდე და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მაგალითად, „მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის“ ან „გადავუხადე მომსახურება“. თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს დანართს და თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება”.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ გზებზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა დაფაროს მედიამ წყარო დეკლარაციის შევსებისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…