კვლევა: პორნოს ადრეულ ასაკში ყურება კაცების სექსისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს
ფოტო: SCIENCE PHOTO LIBRARY
ნებრასკას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასაკი, რომელშიც ბიჭები პირველად უყურებენ პორნოგრაფიას, მათ სექსისტურ განწყობებზე ახდენს გავლენას.
კვლევის მიხედვით, რაც უფრო პატარა ასაკში უყურებს ბიჭი პორნოგრაფიას პირველად, მით უფრო მეტად უჩნდება ქალებზე ძალაუფლების ქონის სურვილი.
პორნოს უფრო დიდ ასაკში ყურების შემთხვევაში, ისინი სექსს უფრო თანასწორ აქტად აღიქვამენ, ვიდრე ძალის დემონსტრირებას და უფრო გახსნილებიც არიან.
კვლევაში 330 სტუდენტი გამოიკითხა. მათი საშუალო ასაკი 20 წელი იყო. პორნოს პირველად ყურების საშუალო ასაკი კი - 13 წელი.
კვლევის მონაწილეთა შორის, პორნოს ყურების ყველაზე პატარა ასაკად 5 წელი დასახელდა, ხოლო ყველაზე გვიანი - 26.
ცდის პირების უმრავლესობა თეთრკანიანი და ჰეტეროსექსუალი იყო. მათ ჰკითხეს, როდის უყურეს პორნოს პირველად და ეს იძულებითი იყო, შემთხვევითი თუ განზრახული.
შემდეგ მათ 46 კითხვა დაუსვეს, რომელთა პასუხებსაც უნდა გამოეკვეთათ ორი მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებელი:
- ქალებზე ძალაუფლების მოპოვების სურვილი;
- სექსუალურად გახსნილობა და აქტიურობა.
შედეგების მიხედვით, ისინი, ვინც პორნო პირველად ადრეულ ასაკში ნახა, ეთანხმებოდნენ იმ დამოკიდებულებას, რომ კაცები დომინანტები არიან. მაგალითად, "სიტუაცია უკეთ იმართება, როდესაც მას კაცი წარმართავს".
მკვლევარები გაოცებულები იყვნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ის პირებს, რომლებმაც პორნოს ყურება უფრო დიდ ასაკში დაიწყეს, ბევრად აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვთ და სექსუალურ პარტნიორებს ხშირად იცვლიან.
ერთ-ერთი მკვლევარი, კრისტინა რიჩარდსონი ამბობს, რომ ისინი, ვინც პორნოს ადრეულ ასაკში უყურებდნენ, სექსით რეალურ ცხოვრებაში დიდ სიამოვნებას აღარ იღებდნენ:
"ამ კაცებს ქალებთან სექსუალურ ურთიერთობისას შიშები და შფოთვები აქვთ, რადგან მათი სექსუალური გამოცდილება ისე არ წარიმართებოდა, როგორც ეს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იყო აღბეჭდილი, ხოლო ისინი, ვინც პორნოს დიდ ასაკში უყურებდნენ, სექსუალური აქტის დროს მეტ სიამოვნებას იღებდნენ".
რიჩარდსონი მიიჩნევს, რომ პორნო კაცებისთვის დიდად ჯანსაღი რამ არ არის და დასძენს, რომ ახალგაზრდა კაცებს უკეთესი მისაბაძი მაგალითები სჭირდებათ, რათა მასკულინურობაზე ჯანსაღი წარმოდგენები ჩამოუყალიბდეთ.
კვლევა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კრებაზე წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ის არ ითვალისწინებდა პორნოს ყურების სიხშირეს, მრავალფეროვნებას, ტიპებს, დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიურ ფაქტორებს.
პიტერ სედინგტონი, რომელიც სექსუალური საკითხების თერაპევტია, ამბობს, რომ პორნოგრაფიას ახალგაზრდა კაცების სექსთან დამოკიდებულებაში დიდი გავლენა აქვს.
"[ახალგაზრდა ასაკში პორნოს ყურების] შედეგი, შესაძლოა, იყოს სექსისტური განწყობების გაღვივება და პარტნიორებისთვის ნაკლებად სექსუალურობა".
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები