დევიდ კრამერი

2 Sep. 2024, 12:35

"მე ვთვლი, რომ ეს კანონი არის დიდი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ, თუმცა ასევე ვთვლი, რომ ეს არის შეგნებული ნაბიჯი და არა დამთხვევა.

ასე რომ, გასულ წელთან შედარებით ცვლილებებს ვხედავთ და ეს ცვლილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯი.

ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ასეთი განცხადებების გაკეთება ძალიან არაბრძნული ნაბიჯია. ქართულმა ოცნებამ ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს და თან კონსტიტუციური უმრავლესობა უზრუნველყოს თავისთვის, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმებისა და პარლამენტარების გაძევების შესახებ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს პარტია, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს.

საქართველოს მეგობარი არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები — ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს ახლა, არის რუსეთი და არ მგონია, რომ ამ ქვეყნის მეგობრები მოსკოვში ისხდნენ.

შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდზე მეტი დოლარი ჩადო, რათა საქართველოში დემოკრატია განვითარებული, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ინსტიტუტებზე და სწორედ ეს არის მეგობრობა — ამიტომ, შეერთებული შტატების დასახელება, როგორც გლობალური ომის პარტიის ნაწილისა, ჩემთვის არის როგორც აბსურდი, ასევე შეურაცხყოფა.

გლობალური ომის პარტია ზის მოსკოვში და სწორედ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არა შეერთებული შტატები."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…