“ვემიჯნები ჩემი დირექტორის პოზიციას“ — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის განცხადებას ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი ემიჯნება
ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არასწორად იყო შერჩეული ენათმეცნიერი მარინა ბერიძე, ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი გაემიჯნა.
“ვემიჯნები ჩემი დირექტორის პოზიციას“, — წერს ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
მანამდე ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერ მარინა ბერიძის გამოსვლა სცილდებოდა ენათმეცნიერების სფეროს.
"ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს…
ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც ცდილობდა, რომ თავი გაერთმია, ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე… ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა… მე მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც", – აღნიშნა ნანა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვისას, ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ განაცხადა, რომ შესიტყვება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია.
მარინა ბერიძემ უპასუხა ტერმინ აგენტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც. მისი თქმით, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული "აგენტის" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" შეცვლით, მისი ფუნქცია არსად წასულა.
"კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, "აგენტმა", "გამტარებელს" შეიძლება, კიდევ შეენარჩუნებინა ნეიტრალური მნიშვნელობა, რომ არ გამხდარიყო ის "აგენტის" სინონიმი... ჩვენი ნება არ არის, რას ავსახავთ და რას არა ენაში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი არა, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ „გამტარებელს“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება აგენტის სტატუსი", — განაცხადა ბერიძემ და ილია ჭავჭავაძის სიტყვის პერიფრაზი მოიშველია: "კაცს კაცი აღარ ჰქვია თუ კაცური არ დავამატეთ" — აგენტს დაზღვევის არ ჰქვია, თუ არ დავამატეთ დაზღვევის", — თქვა მარინა ბერიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები