5 წიგნი, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხო
ფოტო: Pinterest
შემოდგომა წიგნებში ჩაძირვისთვის იდეალური სეზონია, ნოსტალგიური თუ სევდიანი განწყობა, რომელიც ამ დროისთვის დამახასიათებელ ნიშნადაა ქცეული, გარკვეულ სიმყუდროვესაც ქმნის, გრძელი ღამეები კი საკუთარ თავთან ხანგრძლივად დარჩენის კარგი შესაძლებლობაა.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ წიგნებს, რომლებიც თქვენს შემოდგომას ბევრად საინტერესოსა და თავგადასავლებით სავსე პერიოდად აქცევს.
1. გაბრიელ გარსია — მარკესი პატრიარქის შემოდგომა
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ეს რომანი 1975 წელს გამოიცა და იგი ესპანეთში ყველაზე პოპულარული წიგნი იყო.
წიგნი დიქტატორის შესახებაა, რომელიც დაუსრულებლად მართავს ქვეყანას. გარშემო ყველაფერი იცვლება, წლები გადის, თაობები იცვლება, მაგრამ ის ისევ ცოცხალი და უცვლელია.
აღსანიშნავია, რომ გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი.
2. კამილო ხოსე სელა — პასკუალე დუარტეს ოჯახი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
ესპანელი ნობელიანტი მწერლის, კამილო ხოსე სელას რიგით პირველი მოთხრობაა, რომელიც, თავდაპირველად, 1942 წელს გამოქვეყნდა.ესპანურმა გაზეთმა El Mundo-მ ის გასული საუკუნის 100 საუკეთესო ესპანურენოვან ნაწარმოებს შორის დაასახელა.
მისი გმირები საზოგადოებისგან გარიყულ მდგომარეობაში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება ტანჯვისა და ტკივილის გუბეშია ჩაძირული. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობას მრავალი მთხრობელი ჰყავს, მთავარი მათგანი მაინც პასკუალე დუარტეა, რომელიც ამბავს საკუთარი სოფლის დიალექტზე ჰყვება.
აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებმა საფუძველო ჩაუყარა ე.წ. Tremendismo-ს მოძრაობას, რომელთა ტექსტებიც, ძირითადად, ფოკუსირებულია პერსონაჟების მოპყრობაზე და ძალადობრივი სცენებით გამოირჩევა.
რომანი ესპანურიდან ლამარა თურმანიძემ თარგმნა.
3. ივა ფეზუაშვილი — მასკარაფონე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
მასკარაფონე ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის (ფსკერის სახარება, 2019 წ; ბუნკერი, 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია.
წიგნი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მოვლენების შესახებაა და მასზე ერთგვარ დაკვირვებას წარმოადგენს. ამ წიგნთან ყველას, ვისაც 90-იანი წლების საქართველოში უცხოვრია გარკვეული ემოციური და ფსიქოლოიგური ბმა აქვს, რადგან წიგნში ვხვდება თაობა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის.
მასკარაფონემ 2023 წელს წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია "საბა" მიიღო.
4. მეგი ნელოსნი — არგონავტები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"სუბიექტი, რომელიც ამბობს 'მიყვარხარ', იმ არგონავტს ჰგავს, რომელიც გემს განაახლებს, მაგრამ სახელს არ გამოუცვლის. შეყვარებული ადამიანის მიერ წარმოთქმული 'მიყვარხარ' 'არგოს' ჰგავს, რომლის ნაწილებიც დროთა დინებაში გამოიცვლება, სახელი კი იგივე რჩება.ამ სიტყვის მნიშვნელობა ყოველი წარმოთქმისას, ყოველი კონკრეტული ვითარების თანახმად უნდა იცვლებოდეს, რადგან თავად სიყვარულისა და ენის დანიშნულება ისაა, რომ ერთსა და იმავე ფრაზას მუდამ ახალი შინაარსი შესძინოს."
ამერიკელი მწერალი და პოეტის მეგი ნელსონი ამ წიგნით არამხატვრული ლიტერატურის ახალ ფორმას აყალიბებს და ჩვენს დროში აქტუალურ თემებს ყოველდღიური პირადი გამოცდილებით ნაკარნახევ სიუჟეტებში ასახავს. ეს წიგნი ფილოსოფიური თეორიებისა და მემუარების გაერთიანებას წარმოადგენს. წიგნი თავად ავტორის ტრასნგერნდერ მხატვართან ჰარი დოჯთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს და გვაჩვენებს რამდენად რთული, სასიამოვნო და ამავე დროს, სასტიკი შეიძლება იყოს იდენტობის ძიების გზა.
წიგნი ინგლისურიდან ხათუნა ცხადაძემ თარგმნა.
5. ტარიელ ჭანტურია — ორი საბანი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
არცერთი სეზონი არ უხდება ისე პოეზიას, როგორც შემოდგომა, შესაბამისად, ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო პოეტური კრებულიც.
ტარიელ ჭანტურიას ნოვატორული, სტილისტურად მრავალფეროვანი და მრავალმხრივ აქტუალური პოეზია დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ ადგილს ქართულ პოეზიაში, ეს წიგნი კი ერთგვარი კალეიდოსკოპია, რჩეული ფერების, ზომის და ფორმის მინის ნამსხვრევებით. თითოეული გვერდის გადაშლა კალეიდოსკოპის დატრიალებას ემსგავსება – განწყობების ცვლა იუმორიდან სევდაში, გროტესკიდან სენტიმენტში, პარადოქსიდან აქსიომაში, რიტმიდან დისონანსში...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები