ირაკლი ზარქუა

2 Sep. 2024, 16:59

ეს ხომ იცით რომელია — ქალბატონი ფოტიგა, ჩვენ რომ ევროპარლამენტიდან სულ კორუფციაო გვიყვებოდა, შემდეგ კანდიდატის სტატუსს ვერ ეღირსებითო, სულ რომ გვემუქრებოდა ის ქალია. ე.ი. იმდენად უავტორიტეტოა, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა თავისი პოლონელი მოსახლეობისთვის, რომ ევროპარლამენტში არ აირჩიეს და თამაშ გარეთ, ბორტს მიღმა დარჩა და მოდის ახლა, მოგზაურობს, ეს ხომ ცნობილი ლობისტია ნაცების და ეტყობა პროგრამაში ეწერა, რომ სასამართლოსაც დაესწროს.

რა დროს ფოტიგაა. ფოტიგამ მიხედოს თავის ქვეყანას. სანქციები უნდა დაგეწესებინათ რუსეთისთვის და რანაირადაა, რომ პოლონეთიდან ვაჭრობა აღმატებულ ნოტაში გაქვთ. რა ხდება ეს, როგორ შეიძლება, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ორმაგი სტანდარტია, მიუღებელია, ქალბატონო ანა. მიუღებელია ეს, არასდროს გაგიტარებთ, ყოველთვის გეტყვით თქვენც, კუბილიუსსაც და ყველას.

ლატვია, ლიტვა, პოლონეთი პირველ ადგილას არის ღვინით ვაჭრობით მათ შორის რუსეთთან და ჩვენ გვეუბნებით სანქცია დაუწესეთო, ძალიან ცუდად ჩანს, თორემ ჩვენ მაშინაც და ახლაც ვიცით თქვენ ვის წარმოადგენდით და ვინ ხართ და რა ხართ. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პოლონელი პოლიტიკოსისა და ყოფილი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას შესახებ. ფოტიგა დღეს, 2 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…