თეონა აქუბარდია

3 Sep. 2024, 11:53

"ქართული ოცნების ამნისტია არ არის სამართლიანი. ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ. იმ ზონდერების, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათი არათუ დასჯა, არამედ დაცვაც მიმდინარეობს ახლა კანონით. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნო განაცხადია. შესაბამისად, როგორც პირველ, ასევე მეორე პლენარულ მოსმენაზე ჩვენ ჩავერთვებით კანონის განხილვაში. ვამხელთ ქართულ ოცნებას იმაში, რომ ზონდერების დასაცავად იღებს, რეალურად ამ კანონს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შორს არის. მათ შორის, პარტია გახარია საქართველოსთვის ვაპირებთ, არჩევნებით მშვიდობიანად გადაბარების შემდგომ დავაინიციროთ იმ ტიპის ამნისტია, რომელიც იქნება დანაშაულის განმეორებით კვლევაზე დაფუძნებული და რომელსაც ექნება სამართლიანობის განცდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…