ირაკლი ზარქუა

3 Sep. 2024, 12:36

"რაც შეეხება მადამ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ — რუსეთი ოკუპანტია, ხოლო მან თავისი იმ განცხადებებით, რაც თავის დროზე გააკეთა, მოგვიწია თავისმართლება საერთაშორისო სასამართლოში. ასე რომ მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში — რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ რომ მიუღებლად მიაჩნიათ ქართულმა საზოგადოებამ. ძალით აგირჩიეთ ჩვენი ლიდერების ფოტოებით. ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც სინდისი და ღირსება გააჩნია, გადადგებოდა და იტყოდა. მოდით, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში — 0. შემიძლია ფრანგულადაც გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის შესახებ გსმენიათ, იცით, მაგრამ უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი — ეს ხართ თქვენ. უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ იქ. ასე რომ, 26 ოქტომბერი იქნება ქართველი ერის, კონსოლიდაციის და გამარჯვების თვე და რიცხვი, ხოლო ცოტა ხანში თქვენც ამ უსამშობლოებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ".

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, კოშმარად იქცა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…