ნორვეგიის პრინცესა ამერიკელ შამანზე დაქორწინდა
ფოტო: Heiko Junge/NTB/Reuters
ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის უფროსი შვილი, პრინცესა მართა ლუიზი ამერიკელ თვითგაცხადებულ შამანზე დაქორწინდა. ცერემონია სამდღიანი წინასაქორწილო წვეულების შემდეგ შაბათს ჩატარდა.
52 წლის მართა ლუიზი და დურეკ ვერეტი, რომელიც, მისი თქმით, მეექვსე თაობის კალიფორნიელი შამანია, ნორვეგიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში, გეირანგერში დაქორწინდნენ, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა.
წყვილის წინასაქორწილო აღნიშვნები ხუთშაბათს დაიწყო, შაბათს კი ინფლუენსერებით, რეალითი შოუების ვარსკვლავებითა და მსახიობებით დახუნძლული ქორწილი უდიდეს თეთრ კარავში მოეწყო. სტუმართა თქმით, ქორწილში მუსიკალური ნომრები ნორვეგიელმა და ამერიკელმა მომღერლებმა, ეკლესიის მგალობლებმა და ნორვეგიული ძირძველი ტომის, საამების წარმომადგენელმა შეასრულეს.
ფოტო: Reuters
პრინცესას თქმით, მას ანგელოზებთან საუბარი შეუძლია და 2018 წლამდე ხალხს ამაში "ამეცადინებდა" კიდეც. დურეკ ვერეტი კი ამბობს, რომ ბევრ სულთან ამყარებს კომუნიკაციას და მედალიონი აქვს, რომლის წყალობითაც შელოცვებს და დაავადებებს ამარცხებს. ვერეტი ასევე ამტკიცებს, რომ 4 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გარდაცვლილი იყო, თუმცა ისევ გაცოცხლდა. "მეორე მხარეს ვიყავი, ყველა ინფორმაცია მივიღე და უკან დავბრუნდი" — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
წყვილმა ქორწილის ფოტოები ბრიტანულ გამოცემას Hello! მიჰყიდა, თავიანთ სასიყვარულო ისტორიაზე ფილმის საავტორო უფლებები კი Netflix-ს. ამან ნორვეგიული მედიის აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ეს მოლაპარაკებები ადგილობრივი პრაქტიკის საწინააღმდეგოა. აღსანიშნავია, რომ პრინცესა მართა ლუიზი და დურეკ ვერეტი ხშირად უპირისპირდებიან ნორვეგიულ მედიას, თუმცა საკუთარ პირად ცხოვრებას სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად გვაჩვენებენ.
ფოტო: Reuters
ქორწილს მეფე ჰარალდი და დედოფალი სონია ნორვეგიის სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ქორწილში იმყოფებოდა, ასევე, შვედეთის მომავალი დედოფალი, პრინცესა ვიქტორია თავის ქმართან, პრინც დანიელთან და ძმასთან, პრინც კარლ ფილიპთან ერთად.
პრინცესა მართა ლუიზს წინა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მისი ყოფილი ქმარი მწერალი არი ბენია, რომელსაც 14-წლიანი ქორწინების შემდეგ 2017 წელს გაშორდა.
წყვილი 2022 წელს დაინიშნა. ქორწინების შემდეგ ვერეტი სამეფო ტიტულს ვერ მიიღებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები