ანა ბუჩუკური უმრავლესობას: გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში!
დღეს "ოცნება" მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით, — ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ქართული ოცნების წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო.
"ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს, დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში. ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ არის, საკუთარი შვილი დატოვოს, ევროპაში ან აშშ-ში წავიდეს იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით "გლობალური ომის პარტიაზე" და ნაციონალური მოძრაობის დასრულებაზე? რისი დამსრულებლები ხართ ხალხო, ნახეთ თქვენთან ნახევარზე მეტი ან "ნაცების" მსახური იყო ან ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დამფინანსებელი იყო. დიახ, ეს არის სრული სიყალბე. თქვენ დღეს სიყალბეზე დგახართ", — განაცხადა ბუჩუკურმა.
კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს მიმართა, რომ სიყალბე და ღალატი მათ პარტიასთან ასოცირდება.
"ეჭვი მაქვს, რომ სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც სხვას. სიყალბე იცით, რა იყო ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით ყველას რომ გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა, რომ მოვუხსენით და იქ მიგვატოვა. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, 2 სიტყვა თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს - ეს არის სიყალბე და ღალატი. ეს არის ის ორ სიტყვა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ, შეეშვით ამ ტერმინოლოგიას იმიტომ, რომ ბუმერანგივით ყოველ ჯერზე უკან მოგიბრუნდებათ", — მიმართა პაპუაშვილმა ბუჩუკურს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები