სომხეთის მთავრობა ახალი კონსტიტუციის შემოღებას აპირებს — რა გახდა მიზეზი
სომხეთის მთავრობა 2027 წელს ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მომავალი წლის ბოლომდე, ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაევალა.
სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, გრიგოლ მინასიანმა, რომელიც სათავეში უდგას კონსტიტუციური რეფორმების კრებას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური რეფერენდუმის ახალი შეთანხმება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი".
"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, საჯარო დებატებში, ყველა ექსპერტის ჩართვით და აუჩქარებლად მოვაწყობთ დეტალურ განხილვას ამ რთული დოკუმენტის გარშემო," — დასძინა მინასიანმა.
ახალი კონსტიტუციის შემუშავება დავის საკითხი გახდა. კრიტიკოსების ამტკიცებენ, რომ მთავრობა ამ ნაბიჯით აზერბაიჯანთან დათმობაზე მიდის. სომხეთის მთავრობა ოპონენტების არგუმენტს უარყოფს.
საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის იანვარში შეიქმნა და მას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაევალა. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მთავრობას მიმდინარე წლის იანვარში გაეგზავნა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ესაჭიროება სრულად ახალი კონსტიტუცია იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი და რეგიონში პოლიტიკურად უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდეს.
ოთხი თვის შემდეგ, მაისში, ფაშინიანმა ოფიციალური განკარგულება გამოსცა, ახალი კონსტიტუციის 2026 წლის დეკემბრისთვის მომზადებასთან დაკავშირებით. თუმცა, საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს რამდენიმე წევრმა ეს გადაწყვეტილება ივნისის ბოლომდე არ იცოდა.
სომხეთის მტკიცებით, კონსტიტუციური რეფერენდუმი არ იყო მშვიდობის პროცესთან დაკავშირებული.
მთავრობის კრიტიკოსების შეფასებით, სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება განპირობებულია აზერბაიჯანის მთავრობის ზეწოლით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია თუ სომხეთის კონსტიტუცია უცვლელი დარჩება. ალიევი ამტკიცებდა, რომ სომხეთის კონსტიტუცია პრეტენზიას აყენებს ტერიტორიებზე თურქეთსა და აზერბაიჯანში.
აგვისტოში, აზერბაიჯანი დათანხმდა სამშვიდობო შეთანხმებიდან "ზანგეზურის დერეფნის" საკითხი ამოეღო. ეს არის ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანის მატერიკს აკავშირებს ნახიჩევანთან სამხრეთ სომხეთით. ამით მოიხსნა შეთანხმების მთავარი ბარიერი და აზერბაიჯანმა სომხეთის კონსტიტუციას ერთადერთი დაბრკოლება უწოდა სამშვიდობო პროცესის შემდგომი პროგრესისთვის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაურამოვმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებულად ვითარდება. თუმცა დასძინა, რომ სომხეთის კონსტიტუცია და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები შეიცავს პრეტენზიებს აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ და ამას „მთავარი დაბრკოლება“ უწოდა სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები