პრო-რუსული რეფორმების განხორციელებამდე, რუსეთი აფხაზეთს საბიუჯეტო დახმარებას უჩერებს
ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა დოკუმენტი გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ რუსეთმა აფხაზეთის მთავრობას საბიუჯეტო დახმარება შეუწყვიტა. ამას გარდა, ტელეგრამ-არხი წერს, რომ რუსეთი გადაწყვეტილებას მანამ არ შეცვლის, ვიდრე აფხაზეთში პრო-რუსული რეფორმები არ განხორციელდება მათ შორის, აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შეზღუდვების მოხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
OC Media-ს ცნობით, ეს დოკუმენტი ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა აფხაზ პორტალმა გამოაქვეყნა და, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმია, რომელიც 19 აგვისტოსაა გაფორმებული.
საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერებასთან ერთად დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტმა ბჟანიამ რუსეთს უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმ აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებიც "რუსეთის ფედერაციის ინტერესების და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის განვითარების საზიანოდ იქცეოდნენ".
ამას გარდა, რუსეთი ავალებს რუს მაღალჩინოსნებს, რომ გაწყვიტონ კავშირები აფხაზ ოპოზიციონერებთან, რადგან "მათ არ აქვთ კონსტრუქციული პოზიცია რუსული მხარის წინაშე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით". ამას გარდა, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაც განიხილება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ელექტრონაკადები 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთს კომერციულ ფასად მიეწოდება. აქამდე რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდება აფხაზეთისთვის სუბსიდირებული იყო.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთში, რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, რუსი ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ბაზარზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. უძრავი ქონების ყიდვის საკითხი დიდი ხანია, რაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის საკამათოა.
ივნისში აფხაზეთის მთავრობა იძულებული გახდა, უარი ეთქვა კანონპროექტზე, რომელიც უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის ლეგალიზებას გულისხმობდა. როგორც აღმოჩნდა, მთავრობას არ ჰქონდა საჭირო რაოდენობის ხმები პარლამენტში, რომ კანონი მიეღო.
სავარაუდოდ, ამ და სხვა საკითხებმა, მათ შორის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემამ, დიდი პროტესტი გამოიწვია აფხაზებში და მზარდი განხეთქილება აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
დოკუმენტში სხვა მოთხოვნები მოიცავდა აფხაზეთის მიერ რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებას ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ.
აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბჟანიას არ ჰქონდა უფლება, დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა რუსეთისთვის. თუმცა, პრეზიდენტის ოფისს დოკუმენტის ავთენტიკურობაზე, ან მასში შემავალ სხვა თემებზე არ უდავია.
აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები ვალდებულნი იყვნენ შეესწავლათ დოკუმენტი და გაერკვიათ მისი წარმომავლობა.
„თუ დოკუმენტი ყალბია, მაშინ იპოვეთ ორიგინალი, თუ ავთენტიკურია, მაშინ პრეზიდენტი ვადამდე უნდა გადადგეს და ყველა სისხლის სამართლის საპროცესო ქმედება უნდა განხორციელდეს მის წინააღმდეგ", — დაწერა ხაშინგიმ ტელეგრამ-არხზე.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ პრეზიდენტი ბჟანია და პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შეუსრულებელი ვალდებულებების აღებაში დაადანაშაულეს, რათა თავიდან აეცილებინათ ურთიერთობების გაფუჭება რუსეთთან და ამით დააღალატეს მთელი აფხაზი ხალხი. პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთს, 26 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეც არ მიულოცა. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ანონიმურმა პრო-რუსულმა ტელეგრამ-არხმა ბჟანიას შესახებ კრიტიკული პოსტების გამოქვეყნებაც დაიწყეს.
რუსეთმა ასევე მოულოდნელად გააუქმა სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელიც 26 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. რუსმა ჟურნალისტმა, ანონიმურობის დაცვით, განუცხადა OC Media-ს, რომ რუსმა დელეგატებმა უკვე იყიდეს თვითმფრინავის ბილეთ და დაჯავშნეს სასტუმროები შეხვედრისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები