Toyota 10 — სპეციალური შეთავაზება ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტა მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს — Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება ტოიოტას ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს.
ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჰიბრიდულ სისტემებზე — ხუთი წლის. გეგმური ტექნიკური შემოწმების შემდეგ შესაძლებელი ხდება, დამატებითი გარანტია გახანგრძლივდეს ერთი წლით ან 10 000 კილომეტრით, რომელიც უფრო ადრე დადგება. მძღოლს გარანტიის გახანგრძლივება შეუძლია წელიწადში ერთხელ, სანამ ავტომობილის ასაკი 10 წელს მიაღწევს, ხოლო გარბენი — 160 000 კმ-ს.
ფოტო: თეგეტა
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "Toyota-ს ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით გაზრდა ხაზს უსვამს, რომ კომპანია დარწმუნებულია პროდუქციის ხარისხში და ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამასთანავე, საგარანტიო პერიოდში უზრუნველყოფს ავტომობილის ხანგრძლივ და ეფექტიან მუშაობას რაც მომხმარებლის სიმშვიდესაც გულისხმობს. მთავარი, რაც ამ გარანტიას გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს საგრძნობლად მცირდება მფლობელის რისკები და ხარჯები. გარდა ამისა, ხანგრძლივი გარანტია ზრდის ავტომობილის შემდგომი გაყიდვის ღირებულებას, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა. საერთო ჯამში, Toyota 10-ის გარანტია მომხმარებლებისთვის ძალიან მოგებიანი პირობაა. ის კიდევ ერთხელ ამყარებს ტოიოტას სამ ძირითად უპირატესობას: ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა".
ტოიოტა ცენტრი თეგეტას შეთავაზებით სარგებლობა იმ მძღოლებსაც შეუძლიათ, რომელთა ავტომობილებს ქარხნული გარანტიის ვადა ამოეწურათ. ტექნიკური შემოწმების ნაცვლად გეგმიური სერვისის სრულად ჩატარება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია, ავტომობილი გარანტიაზე დაბრუნდეს.
დამატებითი გარანტია ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე, როგორებიცაა: ძრავა, ბენზინისა და დიზელის საწვავი სისტემები, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, საჭის მექანიზმი, კონდიციონერის კომპრესორი, აუდიოსისტემა, ელექტრობა, ჰიბრიდის შემთხვევაში — ინვერტორი, ელემენტები და ა.შ.
დამატებით გარანტიაზე არ ვრცელდება იგივე პირობები, რაც ძირითადი ქარხნული გარანტიის შემთხვევაში და არ ფარავს ისეთ ცვეთად დეტალებს, როგორებიცაა: სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორები, აკუმულატორი, ასევე ვიდეო/ნავიგაციის სისტემები, გამონაბოლქვის სისტემები და ა.შ.
დამატებითი გარანტიის მისაღებად ავტომობილს გეგმური ტექნიკური შემოწმება ტოიოტას ოფიციალურ სადილეროში უნდა ჰქონდეს ჩატარებული, სადაც ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება გაწეული იქნება ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები