წყალტუბოში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სიკვდილს მმართველი პარტიის წევრები ეხმაურებიან
დღეს წყალტუბოში ქართული ოცნების მხარდამჭერი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ნაციონალური მოძრაობის წევრმა "მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა".
მომხდარს ქართული ოცნების ლიდერები ეხმაურებიან. მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაცური პროპაგანდა კლავს", "თუ მმართველობის პერიოდში ფიზიკურად ახერხებდნენ ამას, ახლა სიტყვით აკეთებენ".
"ძალიან მძიმე შემთხვევაა. "ნაცი" და "ნაცური" პროპაგანდა, ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ მმართველობის პერიოდში, ახლა ამას ახერხებენ სიტყვით. ამის არაერთი შემთხვევაა.
შემიძლია გავიხსენო 2013 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, თუ სწორად გვახსოვს ყველას. სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი — უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ის გარდაიცვალა ადგილზე. 2020 წელს, 4 წლის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1-კვირიანი ფაშისტური, "ნაცური" ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი. შეიძლება ის კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა.
ღირსება ქართველი კაცისთვის მთავარი რამაა. ეს სლოგანში კი არაა მხოლოდ ასახული, ადამიანის გულში და სულშია. როდესაც მათი პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა გულის შეტევით. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანი ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ კი ამ პროპაგანდას საზოგადოებაში განვრცობა მოჰყვება, ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაცვალოს.
2020-ში ტელევიზიებიდან ბულინგის შედეგად რატომ გარდაიცვალა ეს ადამიანი, თედო გობეჯიშვილი? რატომ გარდაიცვალა გუშინ, ერმილე გეგიძე? "ნაცური" პროპაგანდა კლავს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნაცმოძურ", ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა.
"ნაცმოძურ", ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა პირდაპირი მნიშვნელობით, უკადრებელი ვერ აიტანა ქართული ოცნების წევრმა ერმილე გიგიაძემ და ადგილზე გარდაიცვალა! ეს არის "ნაცმოძური" რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და ადამიანური მსხვერპლი. ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან ფსევდოლიბერალები ქვეყნის შიგნით და მათთვის დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან, რეალურად კი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ადამიანის მოკვდინებაა ანუ ის რაშიც ეს ოდენ გაწაფულები არიან "ნაცმოძი" რადიკალები", — წერს დავით მათიკაშვილი.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს და ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება.
"ნაციონალური მოძრაობა კლავს, ნაციონალური მოძრაობა კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ — როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები