პაატა ზაქარეიშვილი: ირაკლი კობახიძის ნათქვამი — 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში, აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა
"ირაკლი კობახიძის ნათქვამი — 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში, აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა", — ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის დათესილი ოპტიმიზმი, საქართველოს გაერთიანების შესახებ, პროპაგანდისტული და პოპულისტური პოლიტიკის ნაწილია.
"ამგვარი ოპტიმიზმი უსაფუძვლოა, მაგრამ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული და პოპულისტური პოლიტიკის ნაწილი. ერთადერთი ოფიციალური განცხადება, საქართველოს მხრიდან, რომელიც ამ თემაზე გაკეთდა და არის მკაფიო, არის პრემიერ ირაკლი კობახიძის ნათქვამი იმაზე, რომ 2030 წელს ერთიანი საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ერთად შევა ევროკავშირში. რუსეთი აქ ნახსენები არაა, არც კონფედერაცია არ არის ნახსენები.
ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად ბოდვითი და აბსურდული განცხადებაა, რადგან მას არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან, რადგან მოლდავეთი ყველაფერს ასრულებს და 2030 წელს რომ ვერ მოხვდება ევროკავშირში, ამის შესახებ ორი დღის წინ ღიად ითქვა. ეს იყო ხელისუფლების ერთადერთი ოფიციალური განცხადება, დანარჩენი საუბრები ამ თემაზე, ექსპერტების მსჯელობა ამ თემაზე არის შედეგი იმ პროცესებზე რეაგირება, რაც სოხუმიდან, ან მოსკოვიდან მოდის.
სამწუხაროა, ის რომ იდეები, რაზეც ჩვენ აქ ვრეაგირებთ, ყალიბდება საქართველოს გარეთ, ან მოსკოვში, ან სოხუმში, ან ცხინვალში. შესაძლოა, ამ საქმეში ზოგიერთმა უცხოელმა ექსპერტმაც მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, საეჭვო ნიადაგზე აღმოცენებულ იდეებზე ვახდენთ ჩვენ რეაგირებას", — აცხადებს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება, აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობას კონფედერაციის გზით, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამ თემაზე ოფიციალური განცხადებები ჯერ არსად გაკეთებულა.
"სამწუხაროდ, ამ თემაზე ჩვენთან არ საუბრობენ საჯაროდ. ერთადერთი საჯაროდ რაც გაიჟღერა, იყო ვოლსკის შეხვედრა კაფეში რუს ბიზნესმენ ხიდაშელთან. ხიდაშელს მაშინ წამოსცდა სიტყვა კონფედერაცია, რაც ვოლსკის ეს იდეა დიდი სიხარულით არ მიუღია და ამ იდეისგან დისტანცირება მოახდინა. სხვა რამ ქართველი პოლიტიკოსებისაგან არაფერი თქმულა. გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ჰიპოთეზურად საუბროს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხელისუფლებას ახლა ხმები სჭირდება და არა კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი.
ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებამ მოიგონა საუბრები ეკლესიაზე, ლგბტ საზოგადოებაზე, ოჯახის სიწმინდეზე, ნაცმოძრაობის დამარხვაზე და ასე შემდეგ. მათ შორისაა საზოგადოებაში ინერციით გააქტიურებული საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“, — განაცხადა ზაქარეიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები