ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში — მეტროპოლ ორთაჭალაში გაყიდვები დაიწყო
ფოტო: მეტროპოლი
· გამორჩეული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, კომპლექსი მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ
· 0%-იანი პირველადი შენატანი და ფასდაკლება პროექტის საწყის ეტაპზე — გადახდის პირობები სრულად მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული
დეველოპერული კომპანია მეტროპოლის რუკაზე ახალი მისამართი მოინიშნა — მეტროპოლ ორთაჭალა გაყიდვებს იწყებს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.
პროექტის მიხედვით, გორგასლისა და გულუას კვეთაზე 28 და 24-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსები აშენდება. ორივე ბლოკისათვის ინდივიდუალური სამდონიანი ავტოსადგომია გათვალისწინებული, სადაც ავტომობილის ელექტროდამტენები განთავსდება. „მეტროპოლის“ უპირატესობებში რჩება გამწვანებული გარემო და მესაკუთრეების საჭიროებებზე მორგებული სარეკრეაციო სივრცეები. მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დასრულდება და მფლობელები ბინებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "ჩვენს პროექტებს შორის მეტროპოლ ორთაჭალას თავისი ადგილმდებარეობა გამოარჩევს. კომპლექსი თბილისის ისტორიული ძეგლების გარემოცვაში, ტურისტულ ცენტრში შენდება. თუმცა ამავე დროს მასშტაბური და გამწვანებული ტერიტორია მშვიდ, მყუდრო და უსაფრთხო გარემოს შექმნის. ვფიქრობთ, ჩვენს მობინადრეებს ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ.
ბუნებრივია, მეტროპოლის სხვა კომპლექსებთან ერთად, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ორთაჭალის შემთხვევაშიც პროცესი მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება. გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის, ევროპულ საშენ თუ მოსაპირკეთებელ მასალებს და, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ენერგიის ეფექტურ ხარჯვას უზრუნველყოფს. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ სახლი, რომელიც მათ ჩაიფიქრეს".
მეტროპოლ ორთაჭალის მომავალ მომხმარებელს ძალიან მალე დიმიტრი გულუას ქუჩის №4-ში გაყიდვების სივრცეში მოემსახურებიან, მანამდე კი პროექტის დეტალებსა და „მეტროპოლის“, როგორც ბრენდის, უპირატესობებს მოქალაქეებს ყაზბეგის გამზირზე მდებარე გაყიდვების ოფისში მიაწვდიან.
დაინტერესებული პირები აქვე გაეცნობიან ფასებსა და სააქციო პირობებს. პროექტის საწყის ეტაპზე ბინის შეძენის მსურველები პირველადი შენატანის გარეშე და 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შიდა განვადება კი ყოველთვიურად $460-იდან იწყება.
ფოტო: მეტროპოლი
საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა და სარეკრეაციო სივრცე
მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი სხვადასხვა სეგმენტზეა მორგებული. მომავალი მესაკუთრეები სასურველ ფართს თავიანთი საჭიროებების შესაბამისად შეარჩევენ. პროექტი 2 ბლოკს, 28 და 24-სართულიან კორპუსებსა და, ჯამში, 704 ბინასა და 8 ლიფტს გააერთიანებს. მოეწყობა სამდონიანი საპარკინგე სივრცე და შენობების ნაწილში კომერციული სივრცეც გამოიყოფა.
მეტროპოლ ორთაჭალას ადგილმდებარეობაც განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს. კომპლექსი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად დატვირთულ ზონაშია და, შესაბამისად, პირველადი დანიშნულების გარდა, უძრავ ქონებაში საინვესტიციოდაც ხელსაყრელია.
მესაკუთრეების კომფორტზეა მორგებული საცხოვრებელი შენობების გარშემო მოწყობილი ტერიტორია. ეზო პადელისა და ფეხბურთის სპორტული მოედნებით, სარბენი და ველობილიკებით, მოსასვენებელი, საბავშვო და სარეკრეაციო სივრცეებით შეივსება.
ფოტო: მეტროპოლი
ენერგოეფექტურობა და სამშენებლო მასალები
მეტროპოლი სამშენებლო სექტორში მწვანე პრაქტიკის ხელშეწყობას განაგრძობს და ორთაჭალის პროექტშიც ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას გეგმავს. მათ შორის არის გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის საფასადო ბლოკები და მშენებლობის პროცესიც, ენერგოეფექტურობის ჭრილში, სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ატმოსფეროში – მავნე აირების გამოყოფას, მობინადრეებისათვის კი კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.
მეტროპოლი უკვე დაწყებულ მშენებლობებშიც მსგავს პრაქტიკას იყენებს. დეველოპერულ კომპანიას თბილისსა და ბათუმში რამდენიმე პროექტი აქვს, რომელთა ჯამური ფართი 545,000 M2-ია. პროექტების განსახორციელებლად კი კომპანიის ჯამური ინვესტიცია 1,050,000,000 ლარზე მეტია.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და ჯამურად 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები