თეა წულუკიანი

6 Sep. 2024, 11:37

"ბატონი ლაშა სულ ორი თვეა, რაც პოლიტიკაში შემოვიდა და ამ ორ თვეში მოახერხა და დაიწყო საკუთარი თავის მოკვლა.

იმის ფონზე, რომ როგორც ვივამედში მყოფმა კრიმინალმა გვამცნო, როცა ლაშა ბაქრაძე წარმოადგინეს, მასზე ამყარებდნენ ახალ იმედებს, ამ პოლიტიკური ძალისთვის დასანანი უნდა იყოს, რომ ასეთმა ახალმა სახემ სულ ორ თვეში პოლიტიკურად დიდი დარტყმა მიაყენა მათ, მათვე დაუშვეს შეცდომა, რომ სრულიად გამოუცდელი ადამიანი შეაგდეს ტატამზე.

აქ ალბათ ცოტა პოლიტიკური გაკვეთილებიც ყველას სჭირდება. მე მაგალითად, არ დამეზარებოდა (ამას არ ვამბობ ჩემთვის ჩვეული ირონიით), გულწრფელად ვამბობ, თუ ბატონი ლაშა მოისურვებს, მიუხედავად იმისა, რა იქნება დისციპლინარული პროცედურის შედეგი, გაბრაზდება თუ არ გაბრაზდება, კმაყოფილი იქნება თუ სხვა, რომ მე მას შევხვდე და 1-2 პოლიტიკური რჩევა მივცე.

მიუხედავად ამისა, მისი გამონათქვამი ჩემს თავზე არ აღმიქვამს, გამეცინა, რადგან სახეზე იყო აბსოლუტური ზედაპირული გამოუცდელობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ეს ყველაფერი არის ჩემი პოლიტიკური შეფასებები, რაც შეეხება სამართალს, ამას ვნახავთ მომდევნო დღეებში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…