"უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისკენ" — The Washington Post-ის სტატია საქართველოზე
"უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისკენ", — The Washington Post საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ვრცელი სტატიით ეხმაურება. სტატიაში გამოცემა ქართულ ოცნების ხელისუფლებას "ავტორიტარულ და პრორუსულ ჯგუფად" მოიხსენიებს.
NEWS.On.ge გამოცემის სტატიას სრულად გთავაზობთ:
"პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატია. სწორედ ამიტომაა საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია ქართული ოცნება, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს და აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შესაძლოა იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება. შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია მის გადასარჩენად.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლისა და ევროპასთან კავშირების გაღრმავების ერთგული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან არის კავშირში. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პატარა ლიბერალური პარტიის წევრია და ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, გასულ თვეში გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ მოახლოებული არჩევნები "ეგზისტენციალური ხასიათისაა". "არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის", — განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.
როდესაც პარტია ქართულმა ოცნებამ ამ წლის დასაწყისში სცადა გაეტარებინა რეპრესიული "უცხოური აგენტების" კანონი, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ეს რუსული კანონი და ლიდერების როლი ახალგაზრდებმა იკისრეს.
საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. ის მოითხოვს ნებისმიერ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციისგან, რომელიც იღებს თავისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც ამას აკეთებს საქართველოს 10,000-მდე არაკომერციული ორგანიზაცია, დარეგისტრირდეს საჯარო მონაცემთა ბაზაში უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. კანონი ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავსი კანონები გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ კანონი წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნება და რუსეთი მხარს უჭერენ ამ კანონს.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცალსახად დაიმუქრა გასულ თვეში, რომ გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებს, თუ ქართული ოცნება მოიგებს 150-კაციან პარლამენტში მინიმუმ 113 მანდატს. "სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ძალაა", — განაცხადა მან ოპოზიციურ პარტიებსა და კოალიციებზე, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, რომელიც დააარსა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კი ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით არის დაპატიმრებული.
ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც ქართული ოცნების უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.
პრემიერმინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ ცალსახად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და რომ დროა შეიცვალოს ქართული ოცნების მმართველობა. განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში.
31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის "ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების" გამო. საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროცესი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ." — ნათქვამია სტატიაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები