ირაკლი კობახიძე

6 Sep. 2024, 18:17

"ჩვენ აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურაა, არის უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია და რომელიც პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია, არის არაჩვეულებრივი, უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა. მე 3 წელი ვსწავლობდი ევროპაში და იქაც კი არ იყო ისეთი ინფრასტრუქტურა, იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში, სადაც მივიღე განათლება, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი თავისი სასწავლო კორპუსებით, საერთო საცხოვრებლებით და ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა თითოეული სტუდენტისთვის ასეთ გარემოში განათლების მიღება".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…