ქართული კინოს ისტორია ვენეციის კინოფესტივალზე — როგორ მოვედით აქამდე?
ფოტო: City Magazine Georgia
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებს თვალს თუ ადევნებთ, აუცილებლად ნახავდით ფოტოებსა და ვიდეოებს დეა კულუმბეგაშვილის ფილმის, აპრილის, პრემიერიდან, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს საერთაშორისო წარმატება განსაკუთრებით სასიხარულო იმიტომაა, რომ აპრილი ფესტივალის მთავარ ჯილდოზეა წარდგენილი მსოფლიოში ცნობილ ისეთი გენიალურ რეჟისორების ფილმებთან ერთად, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო, ლუის ორტეგა, ბრეიდი კორბეტი და ა.შ.
დეა კულუმბეგაშვილი პირველი რეჟისორი არაა, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს სახელით ფილმი წარადგინა. გვინდა, გაგაცნოთ ის რეჟისორები, რომელთა უნიკალური ნამუშევრებიც ვენეციის კინოფესტივალზე გაიტანეს და რომელთაც აღიარება და ოვაციები მთელი მსოფლიოსგან დაიმსახურეს:
ლანა ღოღობერიძე
ფოტო: პუბლიკა
ლანა ღოღობერიძე ცნობილი ქართველი რეჟისორია, რომელმაც საბჭოთა პერიოდის ცენზურისა და შეზღუდული კინემატოგრაფიული რესურსების მიუხედავად, ქართულ კინოს საერთაშორისოდ გაუთქვა სახელი და მრავალი შედევრი შექმნა. მისი ფილმები ეხმიანებიან ფემინიზმის, სოციო-კულტურული პრობლემებისა და ცხოვრების სევდანარევი მშვენიერების ამსახველ ნარატივებს. ლანა ღოღობერიძის ფილმი ვალსი პეჩორაზე 1992 წლის ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და მთავარი ჯილდო — ოქროს ლომი მოიპოვა.
ოთარ იოსელიანი
ფოტო: Netgazeti
ოთარ იოსელიანის სახელი კინოს ჭეშმარიტი ენთუზიასტებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ამბის ვიზუალური თხრობის მისეული უნიკალური ხერხები და სულში ჩამწვდომი, მელანქოლიური ემოციების, წარმოსახვის უნარის აღმძვრელი სიუჟეტები უამრავ კონკურსსა და კინოფესტივალზეა სათანადოდ დაფასებული. გამონაკლისი არც ვენეციის კინოფესტივალი ყოფილა — მისი ფილმი მთვარის ფავორიტები 1984 წელს ჟიურის რჩეული ფილმი გახდა და განსაკუთრებული პრიზიც დაიმსახურა, რის შემდეგაც მისი ნამუშევრები მაყურებელს ვენეციის კინოფესტივალზე მუდამ წარედგინებოდა. ოთარ იოსელიანმა ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის ჯილდო 1992 წელსაც დაიმსახურა ფილმისთვის და იქმნა ნათელი.
მიხეილ ჭიაურელი
ფოტო: art.gov.ge
მიხეილ ჭიაურელი ქართული კინოს ერთ-ერთი ენიგმატური პერსონაა — ერთი მხრივ სტალინის მეხოტბე, მეორე მხრივ კი პროგრესული სტილის მქონე რეჟისორი. მიუხედავად იმისა, რომ არტისტული თავისუფლება საბჭოური იდეოლოგიითა თუ აკრძალვებით ეზღუდებოდა და მისი ნამუშევრები რკინის ფარდის მიღმა მზადდებოდა, მიხეილ ჭიაურელმა ვენეციის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და ფილმისათვის ფიცი მთავარი პრიზი, ოქროს ლომი და საპატიო დიპლომი დაიმსახურა.
ფაქტია, რომ ქართული კინო მუდამ იწვევდა მაყურებლის აღფრთოვანებას, ქართველი არტისტები კი მსოფლიო კინემატოგრაფიულ რუკაზე ჩვენი პატარა ქვეყნის ადგილსამყოფელს ყველას აგებინებენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია იმისა, რომ ქართული კინო ცოცხალი, დამოუკიდებელი და მრავლისმთქმელია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები