საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე: სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იჩქაროს
"შეჩერებას მოსარჩელე მხარე აყენებს იმ შემთხვევაში, თუკი ის დგას გამოუსწორებელი შედეგის ანუ უფლებების შეუქცევადი დარღვევის პირისპირ, რაც თავისთავად არის გზავნილი სასამართლოსთვის, რომ მან მჭიდრო ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", — ამის შესახებ ტვ პირველთან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე აცხადებს.
მისი თქმით, რუსული კანონი არის იმის შესახებ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ მტრის აგენტი, რაც მათ სტიგმატიზაციას იწვევს.
"თავად შეჩერების ინსტიტუტის ლოგიკა ეუბნება სასამართლოს, რომ უნდა იჩქარო, იმიტომ რომ შეჩერებას მოსარჩელე მხარე აყენებს იმ შემთხვევაში, თუკი ის დგას გამოუსწორებელი შედეგის ანუ უფლებების შეუქცევადი დარღვევის პირისპირ, რაც თავისთავად არის გზავნილი სასამართლოსთვის, რომ მან მჭიდრო ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მაგალითად, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით ჩვენ ორ დღეში ჩავნიშნეთ განმტკიცირებელი სხდომა და ორ საათში გამოვაცხადეთ შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, ნამდვილად. იყო შემთხვევა მაგალითად ეროვნული ბანკის საქმეზე, პარასკევს დამთავრდა განამტკიცებელი სხდომა და ორ დღეში ანუ ორშაბათს გამოვაცხადეთ და იქაც კრიტიკული მნიშვნელობის იყო სადავო ნორმების შეჩერება. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე ორ სამ საათში მივიღეთ.
მთავარი გზავნილი აქ რა არის, ეს კანონი არის იმის შესახებ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ არიან მტრის აგენტები ამ ქვეყანაში. აი, ამ მტრის აგენტების იარლიყით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მონიშნულები არიან. ეს იწვევს მათდამი უნდობლობას, იწვევს მასტიგმატიზაციას, იწვევს მათდამი რთულ გარემოს და ისინი ამ გარემოში უკვე მუშაობენ", — განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა 29 აგვისტოს და იწყო და 31-ში დაასრულა. პროცესების დასრულებიდან 9 დღის გასვლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები