"მის სამყარო სომხეთი 2024"-ში რუსი მომღერლის გამარჯვებას სომხეთში უკმაყოფილება მოჰყვა
ფოტო: oc-media
მოსკოვში გამართულ სილამაზის კონკურსზე, მის სამყარო სომხეთი 2024, რუსმა მომღერალმა — ირინა ზახაროვამ გაიმარჯვა. ამ ამბავს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზახაროვა სომხეთს მსოფლიო მისს სამყაროზე წარადგენს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, მექსიკაში გაიმართება.
ჟურნალისტმა და ფემინისტმა ზარა ღაზარიანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი. ის სვამს კითხვას: "როგორ მიიღო ამ გოგომ მის მსოფლიოზე სომხეთის წარდგენის უფლება?" მისი თქმით, "კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათ "სომხეთი" გამოიყენეს. ღაზარიანი ასევე ირწმუნება, რომ მათ სომეხ ქალებს მის მსოფლიოში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვეს.
კონკურს მისს სამყარო სომხეთის ყოფილმა დირექტორმა, გოჰარ ჰატურიუნიანმა რუსეთის სახელმწიფო მედიას "სპუტნიკ არმენიას" განუცხადა, რომ იმის შემდეგ, რაც ტაილანდის JKN-მა, ორი წლის წინ, კონკურსის ორგანიზების უფლება იყიდა, მონაწილეების შერჩევა გამარტივდა.
"იმ დროს მკაცრი წესები იყო, რომელსაც ვემორჩილებოდი. დიასპორის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ "მისს სამყარო სომხეთში" მონაწილეობის მიღების უფლება, თუ ისინი სომხეთში არ ცხოვრობდნენ. მათ უნდა ჰქონოდათ სომხური პასპორტი, უნდა ყოფილიყვნენ გაუთხოვარი და 28 წელს ქვემოთ", — თქვა ჰარუტიუნიანმა.
ჰარუთიანის თქმით, ახლა ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, განურჩევლად ასაკისა, ოჯახური სტატუსის და შვილების ყოლისა. მან დაამატა, რომ კონკურსის დირექტორი შეუძლია ყველა გახდეს, ვინც თანხას გადაიხდის.
იმის შემდეგ, რაც მისს სომხეთის კონკურსი, სპონსორების ნაკლებობის გამო, 2022 წელს შეჩერდა, ყირიმელმა რუსმა მოქალაქემ, იულია პავლიკოვამ, კონკურსის ჩატარების უფლება მიიღო. პავლიკოვა ასევე მისს სამყარო ესტონეთის ჩატარების უფლებითაც სარგებლობს.
"მისს სამყაროზე ჩემი დებიუტის შემდეგ, ორგანიზატორებმა ჩემში არა მხოლოდ მოდელი დაინახეს, არამედ წარმატებული ლიდერი, ფართო გამოცდილებითა და პოტენციალით. დაწინაურების შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვეწყო სომხეთში და ესტონეთში კონკურსების ჩატარება", — უთხრა პავლიკოვამ KP-Crimea-ს.
ჰარუტიუნიანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა კონკურსის რუსეთში ჩატარების გამო. მან დასძინა, რომ მონაწილეები რუსები ან რუსეთში მცხოვრები სომხები იყვნენ.
"მე არ ვიცი ის (ირინა ზახაროვა) როგორ წარადგენს ჩვენს ქვეყანას და რა პრობლემებს წამოჭრის, ისაუბრებს თუ არა მთიანი ყარაბაღისა და ქალთა უფლებების შესახებ", — თქვა ჰატუთიუნიანმა.
მისი თქმით, სომხეთისთვის, ამ ეტაპზე, უკეთესი იქნებოდა, რომ საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში.
წინა მისს მსოფლიოსა და მისს სამყაროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს შეშფოთება კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით. მათ News.am-ს განუცხადეს, რომ არც კი იცოდნენ, რომ მოსკოვში ტარდებოდა კონკურსი.
დაიანა დავთუია, მისს სამყარო სომხეთის 2019-ის გამარჯვებულმა თქვა, რომ ზახაროვასა და ეროვნულ დირექტორ პალიკოვას 2022 წლიდან ახლო ურთიერთობა აქვთ.
მირინა ბზდიგიანმა, რომელიც სომხეთს მისს მსოფლიო 2022-ზე წარადგენდა განაცხადა, რომ დაუკავშირდნენ სწავლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რადგანაც ზახაროვას მისს სომხეთის სახელით გამარჯვება დიდი პრობლემაა.
"ეს კონკურსი ფანტასტიკური პლატფორმაა იმაზე სალაპარაკოდ, თუ რა გვაწუხებს, იქნება ეს სომხეთის, თუ მთიანი ყარაბაღის პრობლემები. თუ ამას დავუშვებთ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენ ქვეყანას წარადგენენ, დავკარგავთ იდენტობასა და ისტორიას. ეს საშინელი შეცდომაა", — თქვა ბზდიგიანმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არც დაადასტურა და არც უარყო ამ საკითხთან კავშირი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები