ბიონსე ქანთრის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა — რატომ?
ფოტო: Beyonce
მუსიკალური ინდუსტრია ახალმა დრამამ მოიცვა — ორშაბათს ამერიკის ქანთრის მუსიკალური ასოციაციის რიგით 58-ე დაჯილდოების ნომინანტები წარადგინეს, სადაც ბევრი მოსალოდნელი სახელი ვიხილეთ, თუმცა, ბიონსე მათ შორის არ ყოფილა.
მორგან უოლენმა, პოპისა და ქანთრის ცნობილმა არტისტმა, რომელიც ამ ჟანრის მსმენელთა ერთ-ერთი ფავორიტია, ყველაზე მეტი, შვიდი ნომინაციის აღება მოახერხა, მათ შორის კი მთავარ ჯილდოზეცაა წარდგენილი — წლის არტისტის. კოდი ჯონსონმა და კრის სტეიპლტონმა ხუთ-ხუთი ნომინაცია დაიმსახურეს, ლეინი უილსონმა, სტილისა და მუსიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, ოთხი ნომინაცია აიღო. ქანთრის მუსიკოსებს შორის ნომინირებული აღმოჩნდა პოსტ მელოუნიც, რომელმაც მორიგი კარიერული ექსპერიმენტი ჩაატარა და რეპის, როკისა და ფოლკის შემდეგ ქანთრის ჟანრშიც სცადა ბედი, თან საკმაოდ წარმატებულად, რადგან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა ქანთრის ასოციაციამ ოთხი ნომინაცია მიანიჭა.
ფოტო: Getty Images
თუმცა, ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი სიცარიელეა იმ ადგილას, სადაც ყველა ბიონსეს სახელის დანახვას ელოდა. ბიონსემ წელს ახალი ალბომი, Cowboy Carter გამოუშვა, რომელიც მთლიანად ქანთრის ჟანრის მოტივებზეა აგებული. ალბომის ერთ-ერთი მთავარი სიმღერა, Texas Hold ’Em ბილბორდის ქანთრის სიმღერების სიაში პირველ ადგილზეც გავიდა და, ამასთან ერთად, ინტერნეტის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. ალბომი ერთგვარი კულტურული ფენომენია, რომელმაც მნიშვნელოვანი დებატები და მედიის გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა CMA-ს, ამერიკის ქანთრის მუსიკალური ასოციაციის აღიარება ვერ მოიპოვა.
ბიონსეს ფანებმა სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება მალევე გამოხატეს და ასოციაცია გააკრიტიკეს. ერთ-ერთ მათგანი წერს: "CMA-მ კიდევ ერთხელ ასიამოვნა ინდუსტრიის იმ მასას, რომელთაც შავკანიანი არტისტებისთვის დამსახურებული აღიარების მინიჭება არ სურთ."
ინტერნეტი მოიცვა სპეკულაციებმა ბიონსეს ალბომის სათანადო დაფასების მიზეზების შესახებ. მომღერლის ფანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქანთრი, თავისი არსით, რასისტული ჟანრია — შავკანიანი ქანთრის მომღერლების დანახვა და ჟანრის ტრანსფორმაცია ინდუსტრიას არ სურს, ამიტომ ბიონსე და სხვა აფროამერიკელი მუსიკოსების წარმატება მათ ეწირებათ.
ბიონსეს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ალბომის გამოშვებისას აღნიშნა, რომ Cowboy Carter-ის შექმნის განმაპირობებელი ფაქტორი ის მომენტი გახდა, როდესაც 2016 წელს CMA-ს დაჯილდოებაზე იმღერა ჯგუფ Chicks-თან ერთად. მისი თქმით, ამ გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ქანთრის ჟანრში მისი დანახვა არ მოსწონდათ, ამიტომ ეს გამოწვევად მიიღო, ქანთრის ისტორია და სტილი შეისწავლა და ალბომიც შექმნა.
Cowboy Carter-ის მთავარი მიზანი შავკანიანი ქანთრის მომღერლების ყურადღების ცენტრში მოქცევა იყო, რაც ბიონსემ ნაწილობრივ შეძლო კიდეც — წელს მომღერალი შაბუზი, რომელსაც ბიონსესთან ერთად 2 სიმღერა აქვს ჩაწერილი, საუკეთესო ახალი არტისტისა და წლის საუკეთესო სინგლის ნომინაციებშია წარდგენილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები