5 თამაში, რომლებიც 90-იანი წლების ყველა ბავშვს ახსოვს
90-იან წლების საქართველოში, მაშინ, როდესაც ასე ხშირად ითიშებოდა "მეცხრე ბლოკი", როდესაც პურის რიგში დგომა რომანტიკულ ელფერსაც კი იძენდა და არაერთმა ადამიანმა სწორედ ამ რიგში გაიცნო ერთმანეთი და ოჯახიც შექმნა, როდესაც სკოლაში გათბობა არ იყო ან თუ იყო, ბავშვებს სახლიდან მიჰქონდათ შეშა, როდესაც არ არსებობდა ტექნოლოგიები, ტელეფონები, შეიძლება თანამედროვე ბავშვებს უამრავი კითხვა გაუჩნდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ერთობოდნენ მაშინ.
90-იან წლებში ბავშვები ძირითადად შემოქმედებითობას მიმართავდნენ და ქმნიდნენ თამაშებს, რომლებიც ჩვენი ბავშვობის ნაწილიად იქცა და თუ დღეს ეზოებში შევამჩნევთ, რომ ბავშვები ამ თამაშებს თამაშობენ, შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოგვადგეს.
1. კლასობანა
ამ თამაშის ისტორია საქართველოდან ნამდვილად არ დაწყებულა, ერთ-ერთი ვერსიით, კლასობანა რომის იმპერიის ხანიდან მოდის: გათხრების დროს აღმოაჩინეს ანტიკური ხანის ნახაზებიანი მოედანი. კიდევ ერთი ვერსიით, თამაში შუა საუკუნეებში ევროპაში გამოიგონეს.
თამაშის წესები ასეთი იყო: ცარცით მოასფალტებულ სწორ ადგილას (თუ ასეთს ნახავდი) ოთხკუთხედებს ხაზავ, შიგნით კი ერთმანეთის მიყოლებით წერ ციფრებს. ეს თამაში შეგიძლია მარტოც ითამაშო, ამისთვის მხოლოდ ერთი ქვა დაგჭირდება. თამაშის არსი კი ისაა, რომ ქვა კვადრატში მოახვედრო და იმ ადგილამდე ასკინკილით მიხვიდე გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც შეუცდომლად გაივლის ამ გზას 1-დან 10-მდე.
2. რეზინობანა
არც ეს ყველასთვის საყვარელი თამაში გამოუგონიათ საბჭოთა საქართველოში, არსებული ვერსიით, ის VII საუკუნის ჩინეთში წარმოიშვა. რეზინობანამ საბჭოთა კავშირამდე 1970-იან წლებში მიაღწია, როდესაც ჩეხმა პიონერებმა ბანაკ "არტეკში" დაისვენეს. რეზინობანას "ჩეხურსახტუნაოსაც" უწოდებდნენ.
თანამედროვე ბავშვები ამ თამაშს ნაკლებად სწყალობენ. მისი წესები დიდად არ ტრანსფორმირებულა. ორი ან მეტი მოთამაშე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგება და რეზინს საკუთარი სხეულით ჭიმავს. ერთ-ერთი მოთამაშე მეწყვილესთან ერთად, ანდა ცალკე სხვადასხვა დონეზე ხტუნავს. რეზინი ჯერ ტერფების დონეზე იჭიმება, შემდეგ მუხლზე, ბარძაყზე, გულმკერდზე, კისერზე. ბოლო პოზიცია ყურის დონეზეა, რაც ხტუნვას ძალიან ართულებს.
3. ვისი სული გსურს?
ფოტო: Giphy
როგორი საინტერესო სახელი აქვს ამ თამაშს, არა?
ხელჩაკიდებული ბავშვებს ხაზს აკეთებდნენ, ორ მოპირდაპირე მხარეს დგებოდნენ. ერთი გუნდიდან მეორე ეძახდნენ "ვისი სული გსურს?" მეორე გუნდი იტყოდა იმ ბავშვის სახელს, ვინც გაიქცეიოდა. მისი მისია იყო, გაეწყვიტა ჯაჭვი. თუ ამას შეძლებდა, საკუთარ გუნდში დაბრუნდებოდა და თან მოწინააღმდეგე გუნდის ერთ წევრსაც გამოიყოლებდა. ხოლო თუ ჯაჭვის გაწყვეტას ვერ მოახერხებდა, თავადაც მოწინააღმდეგის ჯაჭვში დგებოდა. ის გუნდი, რომელიც ბევრ მოთამაშეს დაკარგავდა, დამარცხებული იყო.
4. ორდროშობანა
ფოტო: Giphy
ამ თამაშში ბავშვები ორ ჯგუფად იყოფოდნენ და საკუთარ დროშას ირჩევდნენ. დროშა ნებისმიერი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, ხის ჯოხი, თოჯინა, რომელიმე ბავშვის ქუდი და ა.შ. შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც თამაში უნდა ჩატარებულიყო ორ ნაწილად იყოფოდა, ტერიტორიის ერთ ნაწილზე ხვდებოდა დროშა, რომელიც რომელიც მოწინააღმდეგე გუნს უნდა აეღო და საკუთარ ტერიტორიაზე გადაეტანა. იმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც პირველი მოახერხებდა ამას.
5. წრეში ბურთი
ფოტო: Giphy
ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებითან წრეში ბურთი ალბათ ის თამაშია, რომელსაც დღესაც ძალიან აქტიურად თამაშობენ ბავშვები. ეს თამაში ავითარებს სისხარტეს, მოქნილობას, სწრაფ აზროვნებას, თუმცა მისი ისტორია უცნობია. თამაში ძალიან პოპულარული იყო როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე მას შემდეგაც.
ორი ან მეტი მოთამაშე ერთმანეთის პირისპირ დგებოდა, ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ბურთი ეჭირა, შუაში მდგომ ერთ ან რამდენიმე მოთამაშეს ესროდა. შუაში მდგომს კი ბურთი უნდა აეცილებინა. ვისაც ბურთი მოხვდება, თამაშს ტოვებს. დარჩენილ შუაში მდგომ მოთამაშეებს "გავარდნილი" მეგობრის გადარჩენა და თამაშში დაბრუნება შეუძლიათ, თუ მოწინააღმდეგის ნასროლ ბურთს მიწაზე დაურტყმელად დაიჭერენ. როდესაც ერთი მოთამაშე ცენტრში რჩება,მან ბურთი ათჯერ მაინც უნდა აიცილოს. თუ ყველა ნასროლის აცილება შეძლო, თამაშში მეგობრების დაბრუნება შეუძლია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები