"პოეზიის მთელი ხიბლი" — ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა
ფოტო: Transpoesie
ქართველი პოეტი ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის, სარა მაგუაირის ჯილდოს, გამარჯვებული გახდა. სტურუას ლექსების კრებულმა პირიქით (On the Contrary) პრიზი საუკეთესო თარგმნილი პოეზიისთვის მიიღო. წიგნი ინგლისურად ნატალია ბუკია-პიტერსმა და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს.
"ეს წიგნი ზუსტად ასახავს ამ პრემიის არსს", — აცხადებს ჟიურის თავმჯდომარე, იენ მაკმილანი, — "ის პოეზიის მთელ ხიბლს გვიჩვენებს და, ამავდროულად, ჩვენი დანაწევრებული, მღელვარე საზოგადოების ანარეკლია".
სარა მაგუაირი, რომლის სახელსაც ჯილდო ატარებს, გაერთიანებულ სამეფოში პოეზიის თარგმნის ცენტრის დამფუძნებელი იყო. პრემიის ორგანიზატორი სწორედ აღნიშნული ცენტრია. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას პოეტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იღებენ. ლია სტურუასთან ერთად, წლევანდელი პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ მექსიკელი, სამხრეთკორეელი, ირანელი, ლიბანელი, ჩინელი და პალესტინელი პოეტები. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება სწორედ ქართველ ავტორს ხვდა წილად.
კრებულის პირიქით მთარგმნელები: ვიქტორია ფილდი და ნატალია ბუკია-პიტერსი
ფოტო: Hayley Madden / Poetry Translation Centre
კრებული პირიქით ინგლისურად მწერალთა სახლის ხელშეწყობით ითარგმნა. წიგნი გასულ გაზაფხულს დაბეჭდა გამომცემლობა Falpublications-მა. მწერალთა სახლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ნატა ლომოურმა, ლია სტურუას შემოქმედებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის გასაცნობად ვიდეოპრეზენტაციაც მოამზადა.
1939 წელს დაბადებული ლია სტურუა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა ქართულ პოეზიაში. ათზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი არაერთი სხვა ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორისაა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი და ილიას მედალი. პოეტმა 2017 წელს საბაც მიიღო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ინგლისურის გარდა, სტურუას ლექსები თარგმნილია გერმანულად, ფრანგულად და ფინურად.
ასევე იხილეთ:
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები