კახა კალაძე

11 Sep. 2024, 14:51

"სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ მის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო.

მახსოვს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, როგორც არაპარტიულ კანდიდატს. მაშინ გავიხსენოთ განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა ეს ქალი, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. ხომ გახსოვთ ეს მძიმე განცხადებები. ეს არ იყო ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისი მხრიდან? რომელი ერთი ჩამოვთვალო... როგორ წარმოგიდგენიათ, გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი, უცხოურ მედიაში საუბრობდე და ამბობდე, რომ სამშობლო, სადაც დაიბადე, გაიზარდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი დამოკიდებულება გაქვს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებასთან, ყველაფრის მიუხედავად, გამოდიოდე და ამბობდე, რომ შენი საკუთარი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. რისი ღირსია ახლა ამის შემდეგ ეს კონკრეტული ადამიანი და ამ ტიპის პოლიტიკოსები"

ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" დასუსტებულია და გამოკითხვებით, ხმების 25%-ზე მეტს ვერ იღებს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…