მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

11 Sep. 2024, 16:46

“აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს ან ა.შ. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი? რაში აინტერესებს საერთოდ? დაიმახსოვრეთ, მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ამ კაცმა ეს თავისი მოქმედებით თავის დროზე დაამტკიცა. მას თავისი სამშობლო აინტერესებ. სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნების. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაშია მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაშია ხაზგასმაც — ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და უპირველესად მისი თანხმობა იყო, რომ სიის პირველი ნომერი იყოს ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. პოლიტიკურ ველზე ამათ კი არ ვეჭიდავებით, ამ ვიღაც პატარა პარტიებს, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ესენი არავინ არიან. მართლა არავინ. პოლიტიკურ ასპარეზზე განულებულები არიან, უბრალოდ, მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და რომელი რაღაც-რაღაცებიც — მათი განცხადებები და მოქმედებები, იცვა ხავსად წყალწაღებულებისათვის. მათ შანსი არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად გადაწყვიტა, ასევე, გვინდა გადაწყვიტოს ესეც. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. იმიტომაა სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…