"ძალაუფლების ბეჭდების" რეიტინგი მკვეთრად შემცირდა — შეიძლება სერიალი დაიხუროს?
ფოტო: Amazon
"ერთი სერიალი მოუღებს ყველას ბოლოს", — ამ სიტყვებით იწყებს ძალაუფლების ბეჭდების მეორე სეზონის რეიტინგის შეფასებას ბრიტანული ვებგამოცემა Joe. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ Amazon-ის გახმაურებული სერიალი რეიტინგის კლების გამო შეიძლება დაიხუროს. ამავე აზრს იზიარებს ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილიც.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია Samba-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ძალაუფლების ბეჭდების მეორე სეზონს პრემიერიდან პირველ ოთხ დღეში 902 ათასმა მომხმარებელმა უყურა. ეს იმის ფონზე, როდესაც სერიალის პირველ სეზონს პრემიერიდან სამი დღის თავზე 1,8 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. რამ გამოიწვია მაღალბიუჯეტიანი სერიალის რეიტინგის განახევრება, ამაზე მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, ძალაუფლების ბეჭდებს პირველივე სეზონიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა: მაყურებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტოლკინის წიგნების ამ მორიგ ეკრანიზაციაში ბევრი უზუსტობაა.
- ტოლკინი საფლავში ბრუნავს — ილონ მასკი Amazon-ის გადაღებულ ბეჭდების მბრძანებლის სერიალს აკრიტიკებს
- "ან რასისტები არიან, ან ტოლკინი არ წაუკითხავთ" — ნილ გეიმანი ბეჭდების მბრძანებლის სერიალის კრიტიკოსებს პასუხობს
თავად ამაზონმა კი მონაცემები სულ ახლახან გამოაქვეყნა. კომპანიის ცნობით, ძალაუფლების ბეჭდების მეორე სეზონის პირველმა ოთხმა ეპიზოდმა 11 დღის განმავლობაში 40 მილიონამდე ნახვა მოაგროვა. თუმცა, აღნიშნულ სტატისტიკას კონტექსტი აკლია, რადგან ამაზონს არ დაუზუსტებია, რას აღნიშნავს ეს რიცხვი — ის შეიძლება იყოს იმ მაყურებლების რაოდენობა, ვინც სერიალი, უბრალოდ, ჩართო. ამასთან, 2022 წელს ამაზონმა განაცხადა, რომ ძალაუფლების ბეჭდების პირველ სეზონს პრემიერის დღესვე 25 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, ამდენად, სერიალის რეიტინგის მკვეთრ კლებას ეს მაჩვენებლებიც უსვამს ხაზს.
ამდენად, გასაკვირი არაა, რომ Forbes-იც სერიალს დახურვას უწინასწარმეტყველებს. მე-3 სეზონი ალბათ არ გაუქმდება, მაგრამ დაპირებული ხუთი სეზონი შეიძლება ვერ მივიღოთო, შენიშნავს ავტორი.
"ჯეფ ბეზოსის [ამაზონის ხელმძღვანელი] ადგილას, ახალი რეჟისორებისა და სცენარისტების ძებნას დავიწყებდი", — ვკითხულობთ ფორბსის სტატიაში, — "თუმცა, უკვე ძალიან გვიანია. ისეთი უცნაური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომ საქმის შემოტრიალება შეუძლებელია.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მეორე სეზონის შემდეგ სერიალს დავხურავდი და ახალ პროექტს დავიწყებდი უფრო გამოცდილი რეჟისორებით, საუკეთესო სცენარისტებითა და ტოლკინის ექსპერტებით, რომლებიც ამბის ერთგულები იქნებიან. რასაკვირველია, ადაპტაციაში ცვლილებებიც უნდა იყოს, მაგრამ საქმეში დაოსტატებულმა რეჟისორებმა და სცენარისტებმა, რომლებიც ექსპერტების აზრს იღებენ და სურთ, პირველწყაროს ერთგულები დარჩნენ, მეორე ეპოქაზე ჩამთრევი სერიალი უნდა შექმნან და არა ეს უღიმღამო, პრიმიტიული ფანფიკი".
ფორბსის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რეიტინგის კლება განსაკუთრებით დიდ დარტყმას მაღალბიუჯეტიან პროექტებს აყენებს. ძალაუფლების ბეჭდები კი ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სერიალად მიიჩნევა, რომლის ხუთი სეზონისთვის $1 მილიარდია გამოყოფილი.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები