ბენ კარდინი

12 Sep. 2024, 19:41

"უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ ასეთ კანონებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს. ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთამდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ "უცხოური გავლენის რეგისტრაციის" კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვებოდნენ. ეს [კანონი] საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული [ორგანიზაციები] და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.

მმართველ ქართული ოცნების პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად.

კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…