ეკონომიკის მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მან ხელი მოაწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ".
მხარეებმა ხელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში მოაწერეს. ჩინეთის მხრიდან მემორანდუმს კომისიის ვიცე-თავმჯდომარე, ჭაო ჩენსენი აწერს ხელს.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელობას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველოს - ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა. ასევე დადებითად შეფასდა მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა - აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
აღინიშნა, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შუა დერეფნის უპირატესობებს დღეისათვის მეტი ყურადღება ექცევა. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ მარშრუტის მეტი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარის ჩართულობის გაზრდა, მათ შორის, რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედების კუთხით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფანში ტვირთნაკადის ბოლოდროინდელი მზარდი დინამიკა - 2024 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში, საქართველოს მთავრობამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადა.
აღნიშნული ფაქტი, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილმა დასავლეთთან დისტანცირების მორიგ გამოვლინებად შეაფასეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები