პროტო-ინტერნეტი - როგორ არ შეიცვალა მსოფლიო კომუნიკაციის რუკა
რუკა რომელსაც ახლა ხედავთ, 1877 წელს, პირველი გლობალური საკომუნიკაციო ქსელის შექმნის ზღვარზე მყოფი ბრიტანული Eastern Telegraph Company-ს მიერ შეიქმნა.
სატელეგრაფო სისტემის საკაბელო გაყვანილობა პირველ ინტერკონტინეტალურ და შესაბამისად, ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ქსელურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა: ის, ატლანტის ოკეანის გავლით, აკავშირებდა ირლანდიასა და ნიუფაუნდლენდს, საიდანაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებს მიუყვებოდა. კორნუელიდან წყალქვეშა ქსელი სამხრეთით, გიბრალტარისა და კეიპტაუნისკენ, ხოლო აღმოსავლეთით - სუეცის, ადენის, მუმბაისა და ჰონგ-კონგის მიმართულებით იყო გადაჭიმული.
1902 წლისთვის კი წყნარ ოკეანეში, გემების მეშვეობით, თითქმის 6 500 კმ-ს (4 ათასი მილი) სიგრძის წყალქვეშა სადენების გაყვანა დასრულდა, რამაც ვანკუვერი ახალ ზელანდიასთან დააკავშირა.
მას შემდეგ რაც ტელეგრაფის ხაზმა დედამიწას შემოუარა, მსოფლიო დაპატარავდა: ტელეგრაფის მოზუზუნე კაბელების მეშვეობით შეტყობინების გაგზავნას, ლონდონიდან ნიუ-იორკამდე, ახლა უკვე მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი ტექნიკური რევოლუცია იყო. სწორედ ამ მიღწევის შესახებ წერდა პიტერ კუპერი, ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელის ერთ- ერთი ინიციატორი, რომ ეს იყო „უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველების აღსრულება“, რადგან „ცოდნამ დაფარა დედამიწა, ისევე როგორც წყალი ფარავს მის ზედაპირს“.
ეს ძველი რუკა, თავის დროზე, რომელიმე დირექტორის ხისკედლებიან ოფისში იქნებოდა გამოკრული, რათა პოტენციური კლიენტებისთვის ეჩვენებინა, თუ რომელმა კომპანიამ მოახერხა პირველი მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელის შექმნა. დღეს მისი ასლი უკვე ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, TeleGeography-ს ოფისებს ამშვენებს.
ამ კომპანიის მთავარი საქმიანობაა - იცოდნენ ყველაფერი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომლის საფუძვლადაც სწორედ ტელეგრაფის ქსელი მიიჩნევა.
„ჩვენ ყველას ბევრჯერ გვინახავს ეს რუკა,“ - ამბობს ალან მოლდინი, TeleGeography-ს კვლევითი დირექტორი, - „მას ხშირად ვიყენებთ პრეზენტაციებში, რათა უფრო გასაგები იყოს ჩვენი საქმიანობა: შეხედეთ, ეს არის ძველი ტელეგრაფის კაბელები და აი, იქვე ვხედავთ თანამედროვე კაბელებსაც“.
გაყვანილობის ხაზები, რომელსაც იგი 1877 წლის რუკაზე გვიჩვენებს, საოცრად ჰგავს მათ თანამედროვე ანალოგს, თუმცა არსებითად განსხვავდება ის, რაც ამ კაბელების შიგნით ხდება. ძველი სადენები ელექტრონულ სიგნალებს გრძელი სპილენძის შიგთავსის საშუალებით გზავნიდნენ; ახლები კი სინათლის იმპულსებს ადამიანის თმის სისქის შუშის სადენებით აგზავნიან.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია დროთა განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა, თვითოეული მათგანის ფუნქცია მსგავსია - კომუნიკაციის სისწრაფის აჩქარება. შედეგად, ადრეული ტელეგრაფის კაბელები, ახლა ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლდა.
მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა მათი გაყვანა, „ისინი ყოველთვის მიემართებიან იქ, სადაც ფულია“ - ამბობს ჯონ ლიფენი, გამოფენის „ინფორმაციის საუკუნე“ კურატორი ლონდონის მეცნიერების მუზეუმში. „ძირითადი კაბელები დიდ დასახლებებსა და მსოფლიოს მთავარ სავაჭრო რეგიონებს აკავშირებს,“ - ამატებს მოლდინი - რადგან კაბელების შორ მანძილზე გაყვანა ყოველთვის დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომაც ირჩევდნენ მაქსიმალურად ისეთ პირდაპირ და მოკლე მარშრუტს, რის საშუალებასაც წყალქვეშა რელიეფი აძლევდათ, რადგან „ოკეანის ფსკერიც ისეთივე მთიანია, როგორც ხმელეთი“ - ამბობს ლიფენი.
1850-60-იან წლებში ეკიპაჟებმა, რომლებსაც პირველად გაჰყავდათ კაბელები წყალქვეშ, საკუთარ თავზე გამოსცადეს წყალქვეშა რელიეფის სირთულე. პირველად ტრანსატლანტიკური კაბელი მაშინ დაზიანდა, როდესაც შემთხვევით შუა ატლანტიკურ ქედს წამოედო (ქედი მეცნიერთა ჯგუფმა მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ოპტიმალური მარშრუტის შესადგენად დაგვიანებით გაგზავნილი ექსპედიციისას აღმოაჩინეს). გარდა წყალქვეშა მთათა სისტემებისა, გამოწვევად რჩებოდა აისბერგები და ვულკანები, ასევე საშიშროებას წარმოადგენდა საზღვაო სავაჭრო გზები, რის გამოც მარშრუტი იცვლებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ ღუზებით დაზიანების რისკი.
რა თქმა უნდა, ძველი რუკა ბოლომდე აღარ იმეორებს ინტერნეტის მარშრუტს, რადგან 1877 წლის შემდეგ ინფორმაციის საკაბელო ნაკადში ახალი არტერიები გაჩნდა. TeleGeography-ს თანამედროვე რუკებზე კარგად ჩანს აღმოსავლეთით გაზრდილი ინფრასტრუქტურა.
მაგალითად, იაპონიისა და სინგაპურის დამაკავშირებელი ქსელი, რომელიც გზად მრავალ პუნქტს მოიცავს.
თუმცა, მოლდინის თქმით, ტელეგრაფის ძველი რუკები მაინც საინტერესოა: „ალბათ ყველა ფიქრობს, რომ გლობალური ტექნოლოგია უსადენოა, მაგრამ იგი მხოლოდ უახლოესი საბაზო სადგურიდან ან სატელეფონო ანძიდან შეიძლება იყოს უსადენო, დანარჩენ მანძილს კი სადენებისა და კაბელების მეშვეობით გადის, რომლებიც ერთმანეთთან უმძლავრეს სერვერებს აკავშირებენ“.
ინფორმაციის ამ ნაკადებთან სატელიტებსაც კი მცირე შეხება აქვთ, რადგან ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 95% არა ჰაერში, არამედ წყალქვეშ გადაიცემა. „ინტერნეტი არ არის Cloud,“ - ამბობს მოულდინი, - „რეალურად იგი ოკეანის ქვეშაა“.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


კომენტარები