კახა კალაძე

14 Sep. 2024, 18:52

"ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!

ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება!

ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…