გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბუნება ჭანდარის მოსახლეობას საკმარის წყალს არ აძლევს
სოფელი წვიმაზეა დამოკიდებული: "წვიმა ბევრი მოვა - წყალი გვექნება. არ არის წვიმა - წყალი არ გვექნება".
ფოტო: Shutterstock
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ეს პრობლემა მათთვის წლებია გადაუჭრელია, თუმცა გამგეობა მათ დახმარებას ვერ სთავაზობს.
უწყლოდ ზაფხულში
ადგილობრივების თქმით, მათ წინასაარჩევნოდ ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდნენ, თუმცა ყოველ ზაფხულს მათ ცისტერნებით წყლის ყიდვა მაინც უწევთ. ადგილობრივები 3-4 ტონა წყალში 70 ლარს იხდიან.
სოფელში მცხოვრები ნათელა ბაჩუკაშვილი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჭანდარის მოსახლეობის ერთი ნაწილი ყოველ ზაფხულს წვიმაზეა დამოკიდებული:
"წლებია, ზაფხულში საერთოდ არ გვაქვს წყალი. ველოდებით როდის დაიწყება წვიმები, რომ წყალი მოვიდეს, დამოკიდებულები ვართ წვიმაზე. წვიმა ბევრი მოვა - წყალი გვექნება, არ არის წვიმა - წყალი არ გვექნება. კვირაში ორი დღე მოდის წყალი. დღეს სულ არ მოსულა, ასეთი გრაფიკი გვაქვს. ზაფხულის პერიოდში სულ ასეთი ამბავია. წყალს ვყიდულობთ ან დავდივართ 20-ლიტრიანი ბიდონებით და ვეზიდებით".
ნათელა ბაჩუკაშვილის თქმით, ჭანდარში სულ ერთი ჭაბურღილია, თუმცა წყალი სოფლის ზემოთა ნაწილში დასახლებულებამდე ვერ აღწევს:
"სოფელში ერთი ჭაბურღილია, რომელზეც თავიდან თქვეს, რომ ამით წყალი ჩვენც უნდა მოგვწოდებოდა, მაგრამ დაბლობშია გაკეთებული, თან დაყენებულია პატარა ცისტერნა, ახლა თქვეს, 16-ტონიანიაო. ჩვენ უფრო მაღალ ადგილზე ვართ, ვიდრე ის ცისტერნა დგას და დინებით ჩვენამდე არ მოდის წყალი".
წყალი 70 ლარად
ჭანდარის მცხოვრები ნანსი არაყიშვილი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სოფლის მაცხოვრებლებს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვთ, რომ წყალის ხშირი შეძენა შეძლონ:
"ისეთი გაჭირვება გვაქვს წყალზე. ჭანდარში ჩვენ ცოტა ზემოთ ვართ, გზის ქვევით წყალი შედარებით მეტი მოდის, ჩვენთან - ნაკლები. დღეს მოვიდა და შვილიშვილებს გეფიცებით, მხოლოდ ნახევარი სათლი წყლის აღება მოვასწარი. ვყიდულობთ წყალს, მაგრამ როდემდე უნდა ვიყიდოთ? არც მასეთი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. 70 ლარი ღირს ერთი ავსება, მოვა მანქანა და გაგეცინებათ, ლამისაა ჭიქებიც გამოვიტანოთ, რომ ავავსოთ წყალი.
"დღეს მოვიდა და შვილიშვილებს გეფიცებით, მხოლოდ ნახევარი სათლი წყლის აღება მოვასწარი. ვყიდულობთ წყალს, მაგრამ როდემდე უნდა ვიყიდოთ? არც მასეთი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. 70 ლარი ღირს ერთი ავსება".
ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ მხარესაც გაბურღონ, განა იმიტომ, რომ მარტო ჩვენთვის ვიყოთ, ჩვენც რომ გვქონდეს და სხვებსაც. თუ ამ უბანში ცალკე არ გაკეთდა ჭაბურღილი, არასდროს წყალი არ გვექნება, ასე გვგონია".
ნანსი არაყიშვილის თქმით, წყლის გადასახადი სულ მოსდით: "ეგ არ არის პრობლემა, იმდენად ცოტაა, ნეტა წყალი იყოს და გადავიხდით რა თქმა უნდა".
ის დასძენს, რომ მოსახლეობის სანახავად დღეს პირველად მივიდა სოფლის დეპუტატი ბეჟანი კავილაძე:
"არ არის წყალი, რა ვქნათო, განცხადება უნდა დაიწეროსო".
ხელისუფლების პასუხი
დეპუტატი ბეჟან კავილაძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემა ერთ კვირაში გადაიჭრება:
"30 ტონიან რეზერვუარს ვამატებთ. სოფლის წყლებთან შეთანხმებულია და კონკრეტულ დღეს და რიცხვს ველოდები, ერთ კვირაში გადაიჭრება ეს პრობლემა".
ჭანდარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი კობა ჯავშანაშვილი კი ამბობს, რომ წყლის პრობლემა ბუნებისა და მეზობლების გაუფრთხილებლობის დამსახურებაა:
"გვალვა არის და რაც საშუალება გვაქვს, ვაწვდით წყალს. ჭაბურღილი მთელი დატვირთვით მუშაობს. ზოგი ისე გაუფრთხილებლად იყენებს წყალს, მეზობლები მეზობლებს არ ექცევიან გულისხმიერად. გამრიცხველიანება რომ მოხდება, მერე ყველა მოსახლე მოექცევა სათანადოდ ამ ბუნების საჩუქარს, გადასახდელი აქვთ თვეში ლარი და მერე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ჩვენ ფულს ვიხდითო.
"ზოგი ისე გაუფრთხილებლად იყენებს წყალს, მეზობლები მეზობლებს არ ექცევიან გულისხმიერად. გამრიცხველიანება რომ მოხდება, მერე ყველა მოსახლე მოექცევა სათანადოდ ამ ბუნების საჩუქარს".
როგორც იხდიან სხვა მოსახლეები და რა ფასსაც იხდიან და გაფრთხილებით ექცევიან, ასე რომ ექცეოდეს სულ ყველა, იმდენი საკმარისი წყალი არის, რომ საკმარისი იყოს. სხვა რომ აიღებს წყალს და მეორე მეზობელზე არ ფიქრობს, ადამიანებმა უნდა იფიქრონ ერთმანეთზე და ზრუნავდნენ".
ჯავშანაშვილი On.ge-სთან საუბრისას არ უარყოფს, რომ მოსახლეობის ნაწილს კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღით მიეწოდება წყალი:
"არის უბანი, რომელსაც წყალი მიეწოდება არა კვირაში ორი დღე, არამედ ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე. ყველას არ აქვს, რადგან გარეუბნებში არის გრაფიკით. ორი დღე არის, რაც ორი კვირის განმავლობაში გვალვებმა დაიჭირა. არის რკინიგზის ზედა უბანი და არის რკინიგზის ქვედა უბანი, ფაქტობრივად, შეუძლებელია ყოველდღიური მოწოდება, რადგან სოფელი დიდია. სწორედ ამიტომ, ერთი დღე მიეწოდება ზედა უბანს, მეორე დღეს - ქვედა უბანს, დღეგამოშვებით. ორი კვირაა, რაც დიდი გვალვები დადგა, გასაჭირია, რაც კვირაში ორი დღე მიეწოდებათ და ამასაც რომ უფრთხილდებოდნენ, ექნებოდა ყველას".
გამგებლის წარმომადგენელი On.ge-სთან ამბობს, რომ აგვისტოს გარდა, ბუნება ყოველთვის საკმარის წყალს აძლევს ჭანდარს:
"წყალი ნაკლები რომ არის, იმდენი წვნევა ვერ იქმნება, რომ ყველა უბანი იღებდეს. ახლა არის გვალვა, წვიმა არ ყოფილა ერთი თვეა. წყალი არ შემოდის. ჩვენ იმდენ წყალს გვაძლევს ბუნება, რომ საკმარისი იყოს, მაგრამ გასაჭირი არის აგვისტოს თვე, როდესაც არის გვალვა".
ჯავშანაშვილი დასძენს, რომ კარგი იქნებოდა ჭაბურღილის დამატება, თუმცა ეს თანხებთან არის დაკავშირებული, რომელთა მოძიებაც მასზე არაა დამოკიდებული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები