ლევან ბეჟაშვილი

16 Sep. 2024, 11:44

"ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქართულმა ოცნებამ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ შეძრა სრულიად საქართველო და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა მოიხადონ ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ და არა სიღატაკისა და იზოლაციისკენ, რასაც გვთავაზობს ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით. სწორედ 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…