ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024
ფოტო: ილიაუნი
28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024.
სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.
პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს.
ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.
ჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები — ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) — "ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის" — შესრულებაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის:
· პრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;
· ინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა.
· უწყვეტი სწავლების (lifelong learning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.
დრო: 28 სექტემბერი, 12:00 -17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)
სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია.
დასწრება თავისუფალია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები