ვილარდ ვიგანი — ხელოვანი, რომელიც მიკროსკოპულ სკულპტურებს ქმნის
ფოტო: Willard Wigan
არის რაღაცები, რისი დაჯერებას შეუძლებელია თუ საკუთარი თვალით არ ნახავ, თუმცა ხანდახან მისი ნახვის შემდეგაც კი გიჭირს დაიჯერო.
სწორედ ასეთია ბრიტანელი ვილარდ ვიგანის ნამუშევრები, რომელიც მიკროსკოპულ სკულპტურებს ქმნის. ის მიკროსკოპული სკულპტურებისთვის ფუნჯად ბუზის ბუსუსს იყენებს, ხოლო თვითონ სკულპტურებს ბრინჯის მარცვლისგან და შაქრისგან ამზადებს.
ფოტო: Willard Wigan
ვილარდ ვიგანი ქმნის მიკროსკოპულ ხელოვნებას სკულპტურების სახით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები იმდენად პატარაა, რომ ადამიანი ვერ ხედავს, თუმცა მაინც არ შეუძლია თვალი მოსწყვიტოს.
ფოტო: Willard Wigan
ვილარდ ვიგანი და მისი პატარა ქანდაკებები ორჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. პირველად, 2013 წელს, ოქროს მოტოციკლის სკულპტურით, მეორედ კი 2017 წელს, ადამიანის ემბრიონის სკულპტურის შექმნისთვის. ემბრიონის ქანდაკება გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით 0,05388 მმ იყო.
ვიგანის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი სკულპტურა ქალია, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, თუმცა მთელი ქანდაკება ნემსის ყუნწშიც კი ეტევა. მისი ზომა 0,08 მმ-ია.
ფოტო: Willard Wigan
ვიგანს შესაძლებლობა ჰქონდა დედოფალი ელიზაბეთიც გაეხარებინა. მან დედოფლის სამეფო ეტლის სკულპტურა დაამზადა. ეტლი ოქროსი იყო და ხელოვანს ყველა დეტალი გათვალისწინებული ჰქონდა. დედოფალ ელიზაბეთს ქანდაკების დასათვალიერებლად მიკროსკოპის გამოყენება მოუწია და მიუხედავად იმისა, რომ ნახა, ვერ დაიჯერა, რომ ეს ნამდვილი იყო.
ფოტო: Willard Wigan
ვილარდ ვიგანი დაიბადა 1957 წელს, ვენდესფილდში(ინგლისი) ბავშვობიდანვე იგი დისლექსიით იტანჯებოდა, რის გამოც გამუდმებით არა მარტო თანაკლასელების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც დაცინვის ობიექტი იყო, ამის გამო ვიგანი გაერიყა საზოგადოებას და პატარაობიდანვე დაიწყო მიკროსკულპტურების შექმნა, რითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანს თუ რაიმე ნაკლი აქვს, სხვა მხრივ შეუძლია გამოავლინოს ნიჭი.რაც წლები გადიოდა, ვიგანის სკულპტურების ზომა მით უფრო მცირდებოდა.
ფოტო: Willard Wigan
2004 წლიდან მოყოლებული ვიგანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენები რეგულარულად ეწყობა როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები