Euromoney-იმ გალტ & თაგარტს საქართველოში ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიის ჯილდო მიანიჭა
ფოტო: გალტ & თაგარტ
გალტ & თაგარტმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ის ახალი ჯილდო მიიღო. Euromoney-ის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.
გამოცემის შეფასებით, გალტ & თაგარტმა გამორჩეული პერფორმანსი პროდუქტების ინოვაციისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით აჩვენა.
"საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, გალტ & თაგარტმა ინოვაციური მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარადგინა, რომელიც ემიტენტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ობლიგაციების განთავსება მოახდინონ ერთი პროსპექტუსის ფარგლებში. პროგრამამ მისი მოქნილობის გამო დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტმა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე დომინანტური პოზიციები შეინარჩუნა. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის მაისამდე მან 254 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებაში მიიღო მონაწილეობა, რითაც ბაზრის 53%-იანი წილი დაიკავა. გალტ & თაგარტი პირველი კომპანიაა, რომელმაც გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვებას გაუწია მენეჯმენტი. ინოვაციების მიმართულებით, კომპანიამ ასევე თავის მომხმარებლებს შესთავაზა G&T Trader აპლიკაციის ახალი ვერსია, რომლის დახმარებითაც საშუალო თვიურ შემოსავლებში 49%-იანი ზრდა აჩვენა", — ნათქვამია Euromoney-ის განცხადებაში.
"მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტმა წელს უკვე მეორედ მიიღო პრესტიჟული ჯილდო Euromoney-ისგან. საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და ახლა უკვე ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დასახელება ჩვენ გვაძლევს დიდ სტიმულს, გავაძლიეროთ საინვესტიციო, საბროკერო თუ ანალიტიკური საქმიანობა და ხელი შევუწყოთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწინავე კომპანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვება-განთავსების კუთხით, და ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივასა და შეთავაზებას განვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის", — აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, რვა წლის განმავლობაში, ფასიანი ქაღალდების კომპანიებს გამოცემა Asiamoney აჯილდოებდა, წელს კი პირველად, ჯილდოს რეგიონული დაფარვა გაფართოვდა და მას Euromoney-ი გასცემს. Euromoney-ის ფასიანი ქაღალდების კომპანიების ჯილდო (Euromoney Securities Houses Awards) ინდუსტრიის ლიდერების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები