ირაკლი მარტინენკო

ირაკლი მარტინენკო

17 Sep. 2024, 11:45

"შეიძლება ამერიკაში სიარულის დიდი სურვილი და გეგმა არ გვქონია, ჩვენ არც დიდი ქონება გვაქვს მანდ, მაგრამ კოკა არის ბიზნესმენი, ფინანსური თვალსაზრისით, კოკათი ფუნქციონირებს ალტ-ინფოც.

ეს სანქციები არ არის მხოლოდ ვიზის შეჩერება, ეს არის ყველანაირ ფინანსურ აქტივობაზე დადებული სანქციები. ამ ოთხ ფიგურას, მათ შორის ზურა მახარაძესა და კოკა მორგოშიას, არა მხოლოდ სავიზო მიმოსვლის სანქციები დაედოთ, მათ დაუწესეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის სანქციები ფინანსური აქტივობის თვალსაზრისით — ბანკებთან თანამშრომლობა და მათი მომსახურების გამოყენება. მათ მფლობელობაში არსებული ფირმა იქნება, თუ რაიმე ორგანიზაცია, ყველაფერი დასანქცირდება.

როდესაც ამერიკა მსგავს ფინანსურ სანქციებს ადებს ადამიანს, ნებისმიერი ბანკი, რომელიც მათ მოემსახურება, სანქციების საფრთხის წინაშე დადგება.

თავის მხრივ, კოკა მორგოშია ბიზნესშია დაკარგული და ეს ბიზნესი, შექმნის დღიდან მოყოლებული ინახავდა ალტ-ინფოს — დასაწყისში სრულად, მერე ნაწილობრივ და ბოლო პერიოდშიც ნაწილობრივ. იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში, სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. [კოკას[ ის შესაძლებლობები არ ჰქონდა, რომ ბოლომდე გასწვდენოდა ამ საქმეს და ახლა ეს სერიოზული ფინანსური დარტყმაა და სერიოზული ბარიერები შეიქმნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…