კობახიძის თქმით, ივანიშვილის განცხადებამ შეუძლებელია შეასუსტოს არაღიარების პოლიტიკა
როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ პრობლემა შეუქმნას არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს", — განაცხადა პრემიერმა.
რამდენიმე დღის წინ, პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი დასავლეთის, ევროპის და ამერიკის პროვოკაციის შედეგი იყო.
მისი თქმით, დასავლეთის დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში, არაღაირების პოლიტიკას შესუსტდება.
"ივანიშვილი მზადაა, რომ ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ ვიღაცის თავში შეიძლება გაჩნდეს აღქმა, რომ ეს ომი რუსეთის პროვოკაციის შედეგი და რუსეთს თავდასხმის შედეგი კი არ იყო, დასავლეთის, ევროპის და ამერიკის პროვოკაციის შედეგი იყო. იმხელა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის სუვერენიტეტსაც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასაც, რომ ამ ადამიანს ეს გააზრებული არ აქვს. და იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით უდგანან, იმის თავი არ აქვთ დღეს, რომ ეს უთხრან.
როცა ადამიანს და სახელმწიფოებს, რომლებიც შენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ფუნდამენტი და საფუძველი არაღიარების პოლიტიკის, დღეს მათთან სტრატეგიულ პარტნიორობას გაწყვეტ, ათას სისულელეს დააბრალებ და ამასთან ერთად ეტყვი, რომ თქვენ იყავით პროვოკატორები ამ ომის დაწყებაშიო, მათი მოტივაცია ამიხსენით?
თუ არაღაირების პოლიტიკა შესუსტდება, რუსეთი რას იზამს? აჩუქებს რამეს საქართველოს? რა თქმა უნდა, არა. როდესაც ადამიანები ასეთ რაღაცებს ეთამაშებიან, მაშ ვამბობ მე ყოველთვის საჭიროა პასუხისმგებლობა.
უბრალოდ ვაჭრობთ, რომ დამატებით ხმა მიიღოთ არჩევნებზე და როგორმე თქვენი მოპარული ფულიც სადმე გააპაროთ და გადაარჩინოთ", — განაცხადა გახარიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები