ომბუდსმენი შუქრუთელებზე: მოვუწოდებთ შსს-ს, მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
გუშინ, 16 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ, სოფელ შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, ომბუდსმენის თქმით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და ისინი ვალდებულნი არიან მისცენ კარვის გაშლის საშუალება მითუმეტეს, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი შიმშილობს და მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის.
"სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებელთა შეკრებას ეხმიანება, რომლის მონაწილეებსაც გასულ ღამეს ადგილზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს.
საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მათი განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. ასეთი საშიშროება კი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამავდროულად, მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც კარვის ფლობის შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების რეალურ რისკებზე მიუთითებდა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, "ოკუპაციური" სტილის აქციების გასამართად. თავის მხრივ, ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ განახორციელოს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით". — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. ასევე, ისინი ირწმუნებიან, რომ კომპანიას ზარალი რამდენიმე თვის წინ უნდა აენაზღაურებინა, თუმცა, პირობა დაარღვია. ჯორჯიან მანგანეზის მტკიცებით კი, ადამიანებს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ და დამატებით თანხებს ითხოვენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები