მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფოტო: ილიაუნი
23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსის ფოიე), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე- ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციიდან აქამდე სრულიად უცნობ ფოტო გამოფენას, რომლის კურატორიც ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია.
მინის ნეგატივები, რომელიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე- 20 საუკუნის სადაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს.
საბჭოთა კავშირში საქართველოს ყოფნის 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ პიროვნებებს, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც, იმას, რაც ოფიციალურ პროპაგანდისტურ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა, არატოტალიტარული ყოფის შესახებ მეხსიერების გაქრობა.
საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ფოტოსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა, როგორც მტკიცებულება. შედაგად, არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი.
გამქრალი მეხსიერების თუნდაც ნაწილობრივ შესავსებად, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის აქამდე სრულიად უცნობი ფოტო-მემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე, თავად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და ეს ხელოვნება შვილებს - გიორგის, თამარს და რუსუდანს შეასწავლა. ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის, ინჟინერიის, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი, გიორგი ნიკოლაძე, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული, რომლის მამა, ვახტანგ ღამბაშიძე — ექიმი, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე, ასევე ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა.
გამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია: „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით” (“The Memory Project: Face based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწუფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია: ჰარვარდის უნივერსიტეტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მესხიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები