ნინო ხარატიშვილი: ჩემთვის ეს “მშვიდობა” ომია!
ფოტო: Forbes Woman
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. გუშინ, 18 სექტემბერს კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში კესარია აბრამიძე მოკლეს. ქართველი გერმანულენოვანი მწერალი, ნინო ხარატიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
კულტურის უსირცხვო ცენზურა, აწ უკვე სახელმწიფოს მიერ ლეგალიზებული ჰომოფობია, სიძულვილის ენა ყველგან და ყველაფერში, ძალადობის წაქეზება და ყველა უმცირესობის, დასაცავის, მარგინალის მტრად შერაცხვა… კიდევ უფრო მეტი სიძულვილის გაღვივება, დაშინება, ახალი "აბრაკა-დაბრა" ერთგვარი შელოცვა, მანტრა, ანუ იგივე: "აბა ომი გინდათ?" რომელმაც ყველა წინააღმდეგობა, ყველა საპირისპირო აზრი, ყველა თავისუფლების იმპულსი ჩანასახშივე უნდა ჩაკლას იმიტომ, რომ სიტყვა "ომი" განიარაღებაა, პარალიზებაა…
მაგრამ რახანია უკვე ომში გვამყოფებენ! საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, საკუთარ მიწაზე… რახანია პარალიზებულები ვართ და ჩვენი ნების წინააღმდეგ ხორციელდება მთელი ეს უფსკრულისკენ ჩოჩვა…
და მერე დადიხარ ქალაქში და ხედავ ამ წინასაარჩევნო ბანერებს და ამ დამცინავ სლოგანს:
"მხოლოდ ევროპისკენ," რომ გვთავაზობენ (და სიცილით იფხრიწებიან ამ დროს ალბათ) და შუაში ამატებენ: "მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით."
და ხვდები, როგორ დაგცინიან, გამცირებენ და იხრჩობი ამ შენს უსუსურობაში და რჩები პარალიზებული "ნწ ნწ"-ს ამარა.
მათი შემოთავაზებული “მშვიდობის” უკან ის 3 ჯადოსნური სიტყვა იმალება: "აბა ომი გინდათ?"
"ღირსების" უკან: რუსთაველზე რაშებზე ამხედრებული, უპერსპექტივო, ტესტოსტერონდატენილი ჯეელები და მათი "ქალი კუხნაში" მისწრაფებები დგას, მიზოგენია, ჰომო- და ტრანსფობია, რასიზმი და ამ პალიტრის თითქმის ყველა "ფერი", ანუ არც ერთი: მხოლოდ შავი!
ხოლო "კეთილდღეობა" ვიცით ვისით იწყება და მთავრდება ამ ქვეყანაში!
მადლობა გვეთქმის ნამდვილად ასეთი "მშვიდობისთვის." აბა რა?!!! კიდევ ერთი სიძულვილის კარის გახსნისთვის ამ კანონის სახით და რეაქციამაც არ დააყოვნა: დღევანდელ დღეს ვამთავრებთ კიდევ ერთი ძალადობის და ბრმა სიძულვილის მსხვერპლი ქალით… ასე ესმის მმართველ პარტიას მშვიდობა!
ჩემთვის ეს "მშვიდობა" ომია! ომია, რომელშიც უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით და თუ ის ვერ მოვიგეთ ძალიან მალე: მართლა სიძულვილში ჩავიხრჩობით ისე, რომ გარე მტერი სულაც აღარ დაგვჭირდება! — წერს ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები