Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია ონთაიმ ლოჯისტიკს MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
ფოტო: თეგეტა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის World Medicine ჰოლდინგში შემავალი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია On-Time logistics company-მ, თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus-ისგან MAN-ის ბრენდის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი შეიძინა. On-Time logistics company-ისა და Tegeta Truck & Bus-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. MAN-ის ბრენდთან ხანგრძლივი პარტნიორობა, პრემიუმ კლასის სატვირთო ტექნიკა, ძლიერი და საიმედო სერვისი — ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელთა გათვალისწინებითაც On-Time logistics company-მ არჩევანი სწორედ თეგეტაზე გააკეთა.
On-Time logistics company ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტი წარმოადგენს. პროდუქტის ტრანსპორტირება თურქეთიდან საქართველოში და, საქართველოს გავლით, ცენტრალური აზიის მიმართულებით ხდება.
Tegeta Truck & Bus-თან პარტნიორობა ადასტურებს, რომ რეგიონში MAN-ის ყველაზე სანდო და უკონკურენტო პარტნიორი სწორედ თეგეტაა. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა 2006 წელს დაიწყო. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 18-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: "მთავარი კრიტერიუმი რატომაც საერთაშორისო კომპანიამ თანამშრომლობისთვის Tegeta Truck & Bus შეარჩია, არის სანდოობის მაღალი ხარისხი და გერმანულ ბრენდთან MAN-თან ხანგრძლივი პარტნიორობა. ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე — სერვისის ინფრასტრუქტურას. თეგეტას სერვისცენტრები აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ თეგეტა მოტორსის ფილიალები საქართველოს ყველა რეგიონშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ავტომობილს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას შესაძლოა შეექმნას, უმოკლეს ვადებში მოგვარდება. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული მექანიკოსები გვყავას, რომლებიც ყოველწლიურად MAN-ის შესაბამის ტრენინგებს გადიან“.
ფოტო: თეგეტა
MAN-ის სატვირთო ავტომობილები აეწყო On-Time logistics company-ის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, MAN-ის კონფიგურატორში მანქანის სხვადასხვა მახასიათებელი დეტალურად განისაზღვრა. კომპანიის საქმიანობის გათვალისწინებით, დიზაინში უფრო მეტად თეთრი ფერი სჭარბობს. სატვირთოები აღჭურვილია, სტანდარტულთან შედარებით, მძლავრი ძრავებით, შეჯახების საწინააღმდეგო, ავტომატური დამუხრუჭების სისტემით. უმაღლესი კომპლექტაციის GX კაბინებით, რომლებიც მძღოლზე მორგებული დეტალებით არის დაკომპლექტებული.
On-Time logistics company-ისთვის გადაცემული თითოეული სატვირთო არის ეკოლოგიურად სუფთა, EURO 6 ემისიის ტიპის. ეს არის გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. EURO 6 ტექნიკით კომპანიას თავისუფლად შეუძლია ოპერირება ნებისმიერ ქვეყანაში. EURO 6-ის ნებისმიერი მანქანა აკმაყოფილებს ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით.
Tegeta Truck & Bus-ი საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია On-Time logistics company-სთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. მოლაპარაკებები დამატებით კიდევ 20 ერთეული სატვირთო ავტომობილის შესყიდვაზე მიმდინარეობს. პროცესში MAN-ი აქტიურად არის ჩართული.
საქართველოში გერმანულ ბრენდს თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები