2024 წლის აგვისტოს თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები
ფოტო: Kreston.ge
Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობთ 2024 წლის აგვისტოს თვეში შესული საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვას.
1.ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში
1.1.ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის გადასახადებით დაბეგვრა
2024 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. აღნიშნული ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2024 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ცვლილების შედეგად, ინსტრუქცია დაემატა ახალი VII6 კარი, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე (ბირჟაზე) ელექტროენერგიით ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გადასახადებით დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების შესახებ. კერძოდ კი, აღნიშნული კარი განსაზღვრავს "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით " (შემდგომში — ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია) განსაზღვრული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის/პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარმოების და სათანადო ანგარიშგების პროცედურულ დებულებებს.
ცვლილებით განისაზღვრა, რომ ბირჟის ოპერატორი განიხილება ელექტროენერგიის მიწოდების სამეურნეო ოპერაციის მხარედ და შესაბამისად, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის გაყიდვისას წარმოადგენს ელექტროენერგიის მყიდველ დასაბეგრ პირს (მიმღებს), ხოლო ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვისას - ელექტროენერგიის გამყიდველ დასაბეგრ პირს (მიმწოდებელს).
განხორციელებული ცვლილებით, ასევე განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობის დროს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, ელექტროენერგიის მიწოდებად განიხილება მის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო, ელექტროენერგიის მიწოდების და შესაბამისად, მის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემის მომენტად ითვლება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტი. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის მიზნისთვის, დაბეგვრის დრო განისაზღვრება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების მომენტით, გარდა სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა (ავანსისა).
გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ ბირჟის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას, ბირჟის ოპერატორი არ წარმოადგენს საბოლოო მომხმარებელს და არც საკუთარი მოხმარებისთვის ახორციელებს ელექტროენერგიის შეძენას. შესაბამისად, სსკ-ს 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოცემული ოპერაცია გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.
ამასთან, ბირჟის ოპერატორის მიერ გაწეული ის მომსახურება, რომელზეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილია მომსახურების საფასური, ითვლება საბოლოო მომხმარებელზე გაწეულ მომსახურებად და იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
აგრეთვე, განისაზღვრა დაბეგვრის წესი ელექტროენერგიის ბირჟაზე უარყოფითი საბაზრო ფასის შემთხვევაში. კერძოდ კი, იმ შემთხვევაში, როდესაც ბირჟაზე ფასი უარყოფითია (რა დროსაც ბირჟაზე ელექტროენერგიის მყიდველი ყიდულობს ელექტროენერგიას და იღებს ანაზღაურებას ბირჟის ოპერატორისგან, ხოლო ელექტროენერგიის გამყიდველი ბირჟაზე ყიდის ელექტროენერგიას და ბირჟის ოპერატორს უხდის ანაზღაურებას):
- ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ ბირჟის ოპერატორისათვის და ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მყიდველისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ განიხილება დღგ -ით დასაბეგრ ოპერაციად და მოგების ან, შესაბამის შემთხვევაში , საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად;
- ელექტროენერგიის მიმღებისთვის (ბირჟის ოპერატორი ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სხვა სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას) ანაზღაურების სანაცვლოდ ელექტროენერგიის მიღება განიხილება მის მიერ მომსახურების გაწევად და ექვემდებარება დღგ -ით დაბეგვრას.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6245509?publication=0
1.2. საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტის წაშლის წესი
2024 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. ცვლილება შეეხო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესს. კერძოდ კი, ინსტრუქციის მე-14 მუხლს დაემატა ახალი მე-8 და მე-9 პუნქტები, ხოლო მე-151 მუხლს დაემატა მე-7 და მე-8 პუნქტები.
ცვლილების შედეგად, საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საჯაროდ გავრცელებაც განხორციელდა სამსახურის ან/და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს შესაბამისი ვებგვერდიდან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც პირი ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში კი, სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას – შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
ასევე, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა ამ მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს ვებგვერდიდან, თუ მომჩივანი ფიზიკური პირია, რომელიც წერილობითი განცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესრულების მიზნით კი, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების წაშლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიმართავს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6242951?publication=0
2. ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში
2.1. საგადასახადო შეთანხმების ბარათზე ასახვის წესში ცვლილება
2024 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანებაში „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე. ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 15 სექტემბრიდან და იგი ეხება საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის წესს.
ცვლილების შედეგად, დაკონკრეტდა, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე ჩანაწერებს აკეთებს, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი, ცვლილებამდე არსებულ რედაქციით აღნიშნულს ადმინისტრირება ევალებოდა ზოგადად საგადასახადო ორგანოს.
ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის „დ“ და “ე“ ქვეპუნქტები, რომლის ქვემოთაც დაემატა ახალი 11-13 მაგალითები და 2-21 მაგალითები, შესაბამისად.
აღნიშნული „დ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის, შესაძლებელია განესაზღვროს ერთი ან რამდენიმე სავადო თარიღი, რომლის შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ან/და მოსაკრებლების ბარათზე, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას, თანხების დარიცხვა განხორციელდება ძირითადი დავალიანების პროპორციულად გადასახადის სახეობების მიხედვით, შესაბამისი სავადო თარიღით, მაგრამ არაუმეტეს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე განცხადებით მომართვისას პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის სახეობების მიხედვით ან მოსაკრებლების ბარათზე რიცხული ძირითადი დავალიანების ოდენობისა, ხოლო სხვაობა დაერიცხება სხვა ჯარიმებში ან მოსაკრებლის შემთხვევაში – ჯარიმაში.
ასე მაგალითად, შპს „ელიტამ“ 2022 წლის 25 მაისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ განცხადება. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 5 000 ლარი (მ.შ. დღგ-ში 2 500 ლარი, საშემოსავლოში 500 ლარი და ქონებაში 2 000 ლარი), ჯარიმა – 3 500 ლარი, საურავი – 1 500 ლარი. საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 4 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებისას 2022 წლის 01 აგვისტოს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება გადასახადის გადამხდელის ძირითადი ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს დროებით ბარათზე.
- შპს „ელიტას“ მიერ 2022 წლის 1 ოქტომბერს შესრულდა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები, რომლის მიხედვით გადახდილი თანხა (ამ შემთხვევაში 4 000 ლარი) განაწილებული უნდა იქნეს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული ძირითადი დავალიანების პროპორციულად ძირითად გადასახადში, კერძოდ, დღგ-ში (4000/5000)*2500=2 000 ლარი, საშემოსავლოში (4000/5000)*500= 400 ლარი და ქონებაში (4000/5000)*2000=1 600 ლარი, სულ 4 000 ლარი.
აქვე განვიხილო მეორე მაგალითიც, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ ხდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ვთქვათ, შპს „ელიტას“ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანების შემცირების მიზნით გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რითაც 2023 წლის 1 აპრილამდე დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა. ფაქტობრივად მან აღნიშნულ ვადაში შეძლო გადაეხადა 15 000 ლარი, ანუ 5 000 ლარით ნაკლები, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. - მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად, ამიტომ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დროებითი აღრიცხვის ბარათიდან მოსაკრებლის ბარათზე, თანხები აღდგება სრული ოდენობით და შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი – 5 000 ლარის (20 000 – 15 000) გადაუხდელობისათვის მოსაკრებელში გადასახდელად გამოუანგარიშდება ჯარიმა: 5 000x10%=500 ლარი.
ცვლილების შედეგად ბრძანებაში დამატებული სხვა მაგალითები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.
ცვლილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6246631?publication=0
Kreston Georgia არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის, Kreston Global-ის წევრ აუდიტორულ კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს. კრესტონის გლობალური ქსელი 115 ქვეყანაში, 830 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 27.000 თანამშრომელსა და 160 წევრ ფირმას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები